Powered By Blogger

20100314




მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას ...






ქალი ვნახე კაფე ნალში
რაღა ვნების სიომ გამკრა
ჩამოვარდა გულში თვალში,
მაგრამ უცებ სადღაც გაქრა
არ ვიცოდი მისი გვარი
სახელი და ეროვნება
არ ვიცოდი ყავს კი ქმარი ?
იქნებ იმას ემონება
ბოლოს მაინც ვნახე იგი
ვერაზეა კაფე გირჩა
იქ დავუგე ლექსის მახე
იქ კი ვეღარ გადამირჩა


წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ



ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?.




გომელაურიი... აი რა სჭირდებოდა დგეს საქართველოს და მისით უნდა ვიამაყოთ...
ბედნიერი ვარ რო ქართველია და რომ მის შემოქმედებას ვიცნობ..
მიყვარს ეს კაცი და მენანება სიკვდილისთვის . . . =(
მე მჯერა რომ იცოცხლებს დიდ ხანს და გვაჩუქებს ისევ ბევრ ლამაზ სპეკტაკლს და ლექს...
ძალიან მიყვარს ნიკო იმიტომ რომ მის თითოეულ ლექსზე მაქვს ნაფიქრიი და ისეთი რაღაცეებიც მაქვს ნაპოვნიი რასაც მართლა უნდა დაუკვირდე ..










No comments: