Powered By Blogger

20100307



სახლში მინდა.....
ჩემს სახლში, აქ არა....
იქ მინდა, უკვე იმდენი ხანია ვერ მოვახერხე ჩასვლა...
მომენატრა....
სახლი მომენატრა, ჩემი უბანი, მეზობლებიც, დაჟე.


დედა აუცილებლაც ცხვირსა და ტუჩს შორის მაკოცებს მარჯვენა მხარეზე (მანდ გგრძნობო) და აფუსფუსდება,
რას შეჭამ?
–კვერცხი შემიწვი რა მე რო მიყვარს ისე..
–კაი რა, ამდენი საჭმელია სახლში..
–გეხვეწები რა დე, მომენატრა...
შემიწვავს :)
რა ხდება თბილისში, – რავი, არაფერი, ძველებურად...
გამოცდები რა ქენი? –– გადამივიდა 4 მდე ბოლო გამოცდა....
როდემდე ხარ აქ? – 30 მდე...
რა კარგი გოგო ხარ :* :*
ჩემს დას ეძინება, ან გავარდნილი იქნება ველად... შეხვედრის დროს ხელზე მაკოცებს, ან შუბლს დამადებს, იმიტო რო ვერ ვიტან სახეზე რო მეხება :)
სახლი რა თქმა უნდა თავდაყირა დადგება 5 წუთში, ისედაც საგჟეთია ხოლმე მარა მაინც....
ცოტას დავისვენებ...
დედა შემოიპარება ჩემს ოთახში და მაცდური თვალებით დამიწყებს რაღაცეების კითხვას, რო შევატყობ რო შორიდან მივლის, პირდაპირ იმ თემაზე გადავალ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს... :)
მაღაზიაში მე წავალ. ტაქსის მძღოლები თვალს გამაყოლებენ.... გამყიდველი აუცილებლად მეტყვის რო ძალიან ვგავარ დედაჩემს... (სინამდვილეში, ნატო ვაჩნაძეს უფრო ვგავარ ვიდრე დედაჩემს, თვალებში აკლია ალბათ იმ ქალს)
მერე ვიბანავებ.... ბანაობის დროს 3 ჯერ მაინც მომიწევს კივილი "ცხელი წყალი დაკეტეეეეთ!!!"
მერე გოგოებს ვნახავ..... სახლში 12 სკენ დავბრუნდები...
ჩემი და უკვე მოუთმენლობისგან ცქმუტავს როდის დავუჯდები საჭორაოდ.... გვიან დავიძინებთ...
დილით აუცილებლად ყველა სათითაოდ შემოვა ჩემს ოთახში (ჩვევა აქვთ ასეთი) სათითაოდ გაიჯახუნებს კარებს, მერე ჩემი და ფენს ააბღუილებს,ტრილიაჟი000 ჯერ გააღებენ–დახურავენ,
10 საათიდან მოყოლებული 2 მდე ყოველ 10 წუთში შემოვა დედაჩემი და მეტყვის რო ცხოვრების საულეთესო წლებს ძილში ვხარჯავ.....
მერე ჩვეულებრივად, საუზმე, გრეი–თერაპია, შხაპი, მეგობრები, სახლი, ჭორაობა :) შიგადაშიგ შეიძლება რამდენჯერმე ჩხუბიც მოვასწროთ, ეს ისეთი სახალისოააა :)
მომენატრა.....
თქვენ ალბათ საგიჟეთად გეჩვენებათ (და 3 დღის მერე მეც გამოქცევაზე ვარ ხოლმე) მარა აი ისე მომენატრა მეტი არ შეიძლება...
დედაჩემს ველაპარაკე წეღან... ისე მომენატრე, ეხლა რო წარმოგიდგინე, სუ ცხვირი დამეწვაო.... გავუთიშე, ვიძინებთქო.... იმიტო რო მეც. მეც დამეწვა ცხვირი :(
სახლში მინდა....
ჩემს სახლს არაფერი ჯობს...
ახლა რო წვიმს, წარმომიდგენია ხვალ ამ დროს როგორ ვიჯდები ჩემი სახლის აივანზე ჟაკეტმოსხმული, ყავის ფინჯნით და კომპიუტერით და რამე სასიამოვნოს დავწერ ალბათ....
ნეტა ასე იწვიმოს ხვალ ღამითაც.....
გუშინ რო ვჯუჯღუნებდი, ეგ იმას კიარ ნიშნავს რო წვიმა არ მიყვარს..
როგორ შეიძლება გაზაფხულის წვიმა არ გიყვარდეს ადამიანს, და ის სუნი, ქუჩაში რო დგება ხოლმე...... მიყვარს, ისე ისეე რო ვერც წარმოიდგენთ....
ხვალ მთელს ქალაქს მოვიბოდიალებ..
მთავარია ძალიან არ იწვიმოს და არ დამეზაროს.... :)
ძალიან ბევრს ვივლი ფეხით, ყველა ნაცნობის დანახვა გამიხარდება და არავის არ ჩავურტყავ ნივჟუს (როგორც ხშირად მჩვევია ხოლმე)
ხვალ თუ ამინდმაც ხელი შემიწყო, ყველანი მეყვარებით და რაც გინდათ მთხოვეთ :)
ოღონდ ხვალ...
ძილინებისა სამყაროვ... ვიცი რო ჩერდები როცა მე მძინავს.... დღეს მაინც გაჩერდი რა გათენებამდე...



No comments: