Powered By Blogger

20100430

I miss you !!  


ბნელა... ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა...

20100424

მომიასამნისფერა და...

ლამაზია.


აი რა ფერიც ბედნიერება შეიძლება იყოს ის ფერია ზუსტათ..
ბენიერებაც მოიისფროა და ისიც..
სიყვარულიც მისი ფერია, მისავით წმინდა, მისავით შეურყვნელი..
ათასჯერ უფრო მეტათ უგვრძნია, ათასჯერ უფრო მეტათ ჰყვარებია..
მოიასამნისფრო კაბაში გამოწყობილა და ვარდსაც კი დედოფალივით გადმოჰყურებს..


დაბადებიდან მიყვარდა მისი ცქერა..
მარტო ცქერა..
რომელიც თითქოს მიდნობდა მთელი ყინვიანი და ქარიანი ზამთრისგან გაყინულ გულს
და გაზაფხული შემოჰყავდა ჩემში.
შემოჰყავდა მთელი თავისი სურნელით, ფერადი ყვავილებით, სითბოთი, სიხარულით, სილაღით..


პატარა ბავშვივით დგესაც ღიმილი მეფინება სახეზე მისი დანახვისას..
მაბედნიერებს..
მახარებს..




არ შეილება ვინმემ სიბოროტე გაივლოს გულში მისი დანახვისას..
მარტო თვალის შევლებით შეუძლია დაადნოს ყველა ის სიცივე რაც სხეულშია და სულშია..


პერველი გაზაფხული ჩემს უბანში აყვავებულ ტყემლის სურნელს შემოჰყავს, მეორეს კი ის მაგრძნობინებს..


ორივე სიყვარულის ფერია.


ათასჯერ მინატრია დავბადებულიყავი მისი ყვავილობის დროს..
მაშინ ხო ჩემი სულიც მისავით წმინდა იქნებოდა,
მისავით ლამაზი.
დამანათლავდა თავის მოიასამნისფრო სიკეთეს და მეც
მის მსგავსათ სითბოს და სიკეთეს შევიყვანდი ზამთრისგან გაყინული ადამიანების სულში..


მთელი წელი ველოდები მის აყვავებას..
ჩემი ფანჯრებიდან გადმოვყურებ ხოლმე და სიხარულს მჩუქნის ყოველი მისი შეხედვა..




თითქოს მუდამ გიღიმისო და მეც მაშინვე პირის მარჯვენა კუთხე მარჯვენა ყურისკენ მიმირბის და მარცხენა კი მარცხენა ყურისკენ და ასე სახე გაბადრული ბავშური ღიმილით ვუღიმივარ  :)


მაგრამ აი უკვე მეორე კვირაა სახში არ ვყოფილვარ..
აყვავდებოდა უკვე..
უფრო სწორეთ აყვავდაო დედამ მითხრა.. არ ვკრეფ შენს ჩამოსვლამდეო..


ოოოო .. როგორ მომინდა ეხლა მისი დანახვაააააა... :(((
ამ ფორმულებს უნდა ვუყურებდე მე ?? :@@


პირველი მასთან მივირბენ რო ჩავალ გორში გეფიცები..
პატარაობაში მივდიოდი და ვეფერებოდი ხოლმე..
ათას რამეს ვუყვებოდი ..
ამოვულაგებდი ჩემს ემოციებს და მის ტოტებს შემოვახვევდი ხოლმე..
ვიცოდი რო მას ესმოდა ჩემი..


ეხლააა??


ეხლა აგარ ვაკეთებ მასე..


რატო?
  მეც არ ვიცი რატო..
მარა ეხლაც მივიდოდი.. ყველაფერს ვეტყოდი..
ვეტყოდი როგორ აკლია მისი სითბო ჩემს სულს..


სანამ მას არ შევხედავ,
სანამ საღამოს მოვარდისფრო ცის ქვეშ მის იასამნისფერ ყვავილებს არ გადმოვხედავ ფანჯრიდან, მანამდე მგონია რომ ჯერ ისევ ვერ გამილღვა გაყინული გული..


ბრრრრრრრრრრრ.....
 გამაკანკალა...
ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლება ადამიანს სახლის სუნი მოენატროს მეთქი, მარა აი  გამაკანკალა..ისე მომნატრებია..


ღმერთო..
არ დავიბადე მისი ყვავილობის დროს მარა მისი ყვავილობისას მაინც მომკალი..
გულზე მისი ყვავილები მეყაროს და მისმა სითბომ გაათბოს ჩემი გაყინული გული..


და როცა წავალ ყოველი ქარის დაბერვისას მის ჩურჩულში ჩემს საუბარს ისევ იგრძნობთ..


და მის ფოთლების შრიალში კი ჩემი კაბის უკვდავ შრიალს დავტოვებ..


და აი მაშინ მივხვდები რო უკვალოთ არ გავქერი ამ სამყაროდან..


20100423




როდის უჩნდება ადამიანს წერის სურვილი?


ან საერთოდ წერა რა არის?


წერა წერაა


ბედის იქნება


თუ


სიტყვის..


თეთრით შავზე თუ პირიქით..


ყველანაირი წერა, ბოლოს მაინც ბედის წერაა ალბათ


თუმცა, ისიც ხდება ჯერ დაწერ და შემდეგ დაწერილი იქცევა ბედის წერად...


ჰხახ


რა ამოძრავებს ადამიანს?


ახლა, ამას რომ ვწერ, რა მაძლევს იმის ძალას, რომ თითები ვატყაპუნო კლავიატურაზე?


ციები


ციები


ემოს


ციები..




მეემოციები


შენემოციები


ისემოციები..




თურმე, ემოცია ყყოვლად უფორმო და უსხეულო ყოფილა..


ამიტომ როგორც კი ადამიანის გულში თუ ტვინში თუ მთლიანად სხეულში გაჩნდება,


მაშინვე


რასაც კი დაინახავს ფორმიანს და შინაარსიანს და სხეულიანს,


მასში ჩასახლდება


და


მერე ადამიანის ტვინში ამ ემოციიას სწორედ იმ სხეულიანფორმიანის სახელი ჰქვია...






აი, როგორც ოდესღაც ბორჯომის ემოცია ჩასახლდა ჩემთვის წითელ ქვიშაში


და


სიმშვიდის ემოცია კიდევ სიმწუანეში..






ჰხოდა, ახლა აღარ მიკვირს, რატომ მეუფლება ზოგჯერ გაურკვეველი სიხარული


ზოგიერთი


უცნობი ადამიანის დანახვისას,


ანდაც


რატომ მიფანცქალებს გული ინტერნეტში რიცხვ 1- იანის დანახვისას..




ალბათ, ოდესღაც ფორუმზე PM ის მოლოდინის ემოცია სწორედ ამ 1 იანში ჩასახლდა : )) აი, უცებ რომ შემოგეფეთება თვალში და გული აგიფანცქალდება, ვაა, მოუწერიაო : ))




ჰხოდა სიკვდილის ემოცია, კიდევ ჩემი სახლის საათში ბუდობს..


თან ისე ძლიერ და ფესვებგადგმით,


რომ


საკმარისია


სახლში ვინმემ სიტყვა " სიკვდილი" ახსენონს, რომ


მომენტალურად საათს ვუყურებ : D






ჰხოდა ასთრე...




ბლოგი ჩემთვის უკვე დიდი ხანია იქცა


ემოციების სასაფლაოდ..


: )






ვავტორიზაციავდები,


შემოვდივარ,


ვიხდი ემოციას,


ვაგდებ ამ თეთრ ფანჯარაში


და


გავდივარ


გამსუბუქებული : )






ჰხოდა გავედი ახლა ჩამოემოციებული


იმ


იმედით, რომ


ოდესმე


კიდევ


გავემოციავდები


და


ემოცია


კი


მერე


ახალ პოსტებს შობს




: )


20100419



"ლოგინში რომ ვწვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ.
დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც.."

რევაზ ინანიშვილი..




მე მიყვარს გიორგი ლეონიძე !...



<< ვის არ უყვარს მზე?
მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, “ცას წავალო“ რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.
პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!
როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!
მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით 






და რა თქმა უნდა კონსტანტინე გამსახურდია..!

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.

ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ.

ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.

ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.












ნოდარ დუმბაძე


უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.


ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“
                                        


                                         გურამ დოჩანაშვილი

დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.



 შემცირებულია 56%-ით
მიმაგრებული სურათი
500 x 675 (43.03კილობიტი)
  





                                                დანტე ალიგიერი




ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა. სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება-რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია...





20100418

თეთრი ბურთი..



თეთრი ბურთი

დედამიწაზე ბევრი ფიგურაა, ჰაერშიც ბევრი ფიგურა მინახავს,

 დედამიწაზე ბევრი ფერია, ფერი ჰაერშიც უამრავი მინახავს, 
მაგრამ ფიგურა რომელზეც უნდა ვისაუბრო - ბურთია და ეს ბურთი რატომგაც თეთრია. თეთრი სიწმინდის ფერია, მართალია ამ ბურთს სიწმინდის არაფერი აცხია, მაგრამ მაინც შეუძლებელია სხვა ფერის იყოს, რადგან "ფერი ძირითადი მახვილის აზრია გამოსახატად" თეთრი კი საუკეთესო არჩევანია ამ მხრივ.
თეთრი ბურთი არ მოძრაობს, არ დაგორავს, არ საუბრობს, ის უემოციო და უსულოა, უსულოა მაგრამ ბევრ სულიერზე მეტად სტანჯავს ადამიანს როცა მას ესტუმრება, ის თქვენშიც ყოფილა, გამასპინძლებიხართ კიდეც, მაგრამ არცერთსარ გახსოვთ, რადგან იგი მაშინ მოდის როცა მისთვის არავის სცალია, 
, ის "ნუშის გულივით თეთრია" ჰაერივით უსუნოა და მარილიანი წყლის გემო აქვს, ის დაუნდობელია, შეუბრალებელია, ის პარაზიტია ამ სიტყვის სრული და ცოტა არ იყოს შემაშინებელი აღქმით,


მისი სახე უმეტყველოა, არასოდეს იღიმება, არც ტირის, ნაოჭებიც არ გააჩნია, თვალის ფერიც კი თეთრი აქვს

ის მდიდარია, მას ბევრო მონა ჰყავს, მონები აღარასოდეს აუჯანყდებიან მას, მისი მონები ცრემლებია, ჩვენი ცრემლები...

დავკონკრეტდე?
მე სწორედ იმ პატარა ბურთზე ვსაუბრობ განსაცდელის ჟამს ყლში რომ გაგეჩხირება და ტირილის საშუალებას არ გაძლევს, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს მდგომარეობა მით უფრო აუტანელი ხდება ირგვლივ ყველაფერი, 
მაშინ კალეგრაფიაც იცვლება და აუტანელი შიში გიპყრობს, მისი წასვლის შემდეგ კი უბრუნდები რეალურ სამყაროს და ხვდები რომ შენი ყავა ფინჯანში უკვე გაცივდა, ხოლო თემა რომელიც სულ სხვა განხრიტ უნდა დაგეწერა მიუძღვენი ერთ პატარა ბურთულას, რომელიც უკვე დაემშვიდობა შენს სხეულს და მასში უცრემლო ტირილის გემო დატოვა... 


...

მე გაფრენა მინდა... გესმით?! გა-ფრე-ნა! დიახ..!



მე გაფრენა მინდა... გესმით?! გა-ფრე-ნა!
დიახაც თუ შესაძლებლობა მომეცემა გავფრინდებიი! გა-ვფი-ნდე-ბი! ოღონდ ჭრელი ან წითელი ფრთებით,ღიმილის და არა ჩიტის ან ანგელოზის,რადგან არც ფრინველი ვარ ხალხი ჩემი გალობით დავატკბო და ანგელოზზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ან ზოგისთვის შეიძლება უჩვეულო მომაბეზრებელიც ვიყო,რომელსაც გაფრენა უნდა ღიმილის, წითელი ფრთებით,რადგან სიცილი უყვარს ძალიან. ფრენა მინდა,თან ისე მუსიკა ჩამესმოდეს ყურში,არ მინდა ნაადრევად როგორც სული ისე გავფრინდე ან დიდი პიროვნება რომელმაც პროფესიულ ზენიტს მიაღწია.უბრალოდ ფრიიი მინდა.გესმით?გა-ფრე-ნა!!!
 მინდა კარგად ზემოთ ავფრინდე,ოღნდ ეს მოხდეს ზაფხულის ერთ დღეს,ამით მსურს დავუმტკიცო კონსერვატიულ ხალხს,რომ ცოტათი განიავდნენ,ნუ გვაყროლებენ,ნუ ჰგონიათ ცხოვრება მოსაბეზრებელი თამაში,არამედ თვითონ არიან ლეშები.მინდა ვუთხრა,რომ ადამიანში მთავარი არაა მხოლოდ სწავლა,ზრდილობა რომელიც ხშირ შემთხვევაში ფარისევლური ლაქუცია, არამედ ღირსება, დიდსულოვნება და ღვთის სიყვარული.
 მინდა გავფრინდე წითელი,მომღიმარი ფრთებით,რათა უბრალოდ ვიფრინოო,ფრიიიი!!! მინდა ხალხთა გულებში გამოვაღვიძო ზაფხული,შევასხა მათ სულებს,წარმოსახვას ფრთები და ისინი ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით გავაფრინო; როგორც ფრთებით ასევე ხასიათითაც მინდა გავაგიჟო... ძალიან მინდა ჭკუიდან გადავიყვანო სტანდარტულად შტამპირებული ხალხი. როდემდე?! გეყოთ! განთავისუფლდით! იყავით თამამები, ლაღები,უკომპლექსოები ,შეშლილები და გავფრინდეთ!!! დიახაც,ზაფხულის ერთ დღეს მაღლა, სწრაფად გავფრინდები!გა-ვფრი-ნდე-ბიი,თანაც თავქარიან,უკომპლექსო,ექსტრავაგანტულ და შეშლილ ზაფხულს მოვიყვან მარადიულად... 

მე და ის ერთად მოვფრინდებით,სულ შოკოლადში,ნაყინში და ალუბლებში ჩაფლულები,არა არა ალუბლები გვეცმევა ტანზე... გაფრენა მინდა!გაფრენა... გესმით?!
ნუ ამიკრძალავთ!რადგან არ დაგემორჩილებით.ნუ შეეცდებით ხელი შემახოთ,რადგან ამის უფლებას არ მოქცემთ,არამედ ავფრინდები,გავფრინდები და ხალხს ბევრი რამის შესახებ აზრს შევუცვლი.მუსიკა მინდა,რადგან ზაფხულს მხიარულება უყვარს,ის სულ უწყინარი და გიჟია.არა!შეშლილია; უფრო სწორად კი ორივე ერთად.
გავფრინდები სწრაფად და ხალხს ბევრ რამეს სხვა თვალით დავანახებ,შევუცვლი აზრს, რომ ცხოვრება ფანტასტიურია.ფან-ტას-ტი-უ-რი-ი!!!

გავფრინდები და გავცდები ყველანაირ ზღვარს, ჩარჩოებს
...იქნებ ოდესმე სამყარომ გამოიმეტოს ორი წყვილი ჭრელი,მომღიმარი ფრთები ,იმ ორი შეშლილი ადამიანისთვის რომელთაც მთელი მსოფლიოს ჭკუიდან გადაყვანა სურთ...მათ უნდათ, რომ ყველა ადამიანი გააფრინონ და იმ ხალხის ჯინაზე რომლებიც სიყვარულს უშლიან: იფრინონ, იფრინონ მარადიულად!!!

... და მაინც ზაფხულის ერთ-ერთ რომელიმე მზიან დღეს... მე გაფრენა მინდაა! გა-ფრე-ნა-ა!!! წითელი, მომღიმარი ფრთებით...
ხალხს ამ შემთხვევაშიც არ უნდა, რომ გახალისდეს ,ცხოვრებას ნათელი ფერებით შეხედოს და იოცნებოს .. ყველას აქვს პრობლემები მაგრამ ზოგჯერ ოცნებაც სასარგებლოა, თუმცა ეს ყველას არ ესმის თუ ეგრე გინდათ კი ბატონო ჩაკვდით ამ თქვენს ერთფეროვნებაში მაგრამ სხვებს ნუ გვიშლით ხელს თორემ ყველა თავისას მიიღებს
და მაინც ჩვენ გავფრინდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით!!!!!
შეიძლება წერამ ვერ უშველოს მაგრამ ესეც ხომ ცდა იქნება იქნებ ხალხმა რამე შეიგნოს smile.gif

ჩვენ ვამბობ გავფრინდებით!
ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს ეს სიტყვები,თუ უნდა ისე თითქოს გონებით გავფრინდებით ან ფრთებით,ან დილიჟავრით,მაგრამ არა თვითმფრინავით, რაკეტით და სხვა მექანიკური საშუალებებით.
ეს გაფრენა ყველა მნიშვნელობით არის:ფრთებითაც, დილიჟავრითაც, ხასიათითაც.ჯერ მთავარია იმ ჩარჩოებს გავცდეთ რითიც თქვენ გვზღუდავთ.მერეკი ჩვენ ვიცით.უნდა ვიფრინოთ!ფრიიი! ვიცი გულში დაგვცინი რა გაფრენა რის გაფრენაო... მაგრამ ვაი,რომ ოდესმე გავფრინდებით და მერე უნდა ვიცინოთ შენზე!დიდხანს... დიდხანს... ახლა ამას კითხულობ და ფიქრობ,რომ გიჟები ვართ,მაგრამ ვაი რომ შენც გაქვს ფრთები მაგრამ მას მალავ თითქოს გეშინიაო და რათომ? რისთვის? ნუთუ არ გინდა გაფრენა?! მიატოვე ყველანაირი შიში,სიამაყე, ამპარტავნება და ნუღარ მალავ ფრთებს.გაფრინდი!გაფრინდი!გესმის?! რატომღაც თქვენ ადამიანებს გგონიათ სიცოცხლე პრობლემებით არის სავსე, მაგრამ ვაი რომ ისევ ცდებით.
მაგრამ სულ დამავიცყდა თქვენ ხომ მხდალები ხართ,რომლებიც სიყვარულს გვიშლით,ჩვენ სულ სხვაგვარათ გვესმის სიყვარული თქვენგან განსხვავებით.თქვენ სიყვარული წარმოგიდგენიათ გაქილიკება,განსჯა,დამცირება,ზურგს უკან ლაპარაკი,შეზღუდვა და სტანდარტული რობოტიზმი.
ჩვენ სხვა რამ გვჭირდება მაგრამ აი როცა გავფრინდებით ამ ყველაფერს შევცვლით!!! თუ გინდა შენც წამოდი,ადგილი ყველასთვისაა და მოდი მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ სიცოცხლის მშვენიერება და ფანტასტიურობა!!!მაგრამ უი სულ დამავიცყდა შენ ხომ მხდალი ხარ,ამ ყველაფერს გულში ინახავ!!!გამოფხიზლდიიი!
თქვენ ყველაფერი გწყინთ,არ შეგიძლიათ პატიება,სულ უბრალო რაგაცეების გულისთვის ადამიანებს ეკამათებით მერე კი წუწუნებთ ვაიმე ვუიმე როგორი გატეხილი მაქვს გულიო,მაგრამ ერთი რამ არ იცით,რომ ამ ცხოვრებაში ვერავინ გაწყენინებთ,ვერავინ გატკენთ გულს,ვერავინ მოგიშხამავთ ხასიათს,ვერავინ მოგაყენებთ სულიერ ზიანს თუ არ გინდათ არაფერი მოხდება,


... ჩვენ მაინც გავფრინდებით ზაფხულის მწველ,მხურვალე დღეს,ჭრელი მომღიმარი ფრთებით და ბევრ რამეს დავამტკიცებთ,სხვა თვალით დაგანახებთ სამყაროს!!!
ჩვენ მაინც გავფრინდებით!და აი როცა ჩვენ გავფრინდებით...





.........

20100417

celicadis kvela dros... - Niko Gomelauri part5

niko gomelauri



ნიკო გომელაური !!!!!!!!


დიდი არა უდიდესი ადამიანი იყო ნიკო..
მე რაც არ უნდა დავწერო.. როგორი მჭერმეტყველობის ნიჭიც არ უნდა გამოვიყენო მაინც არ მეყოფა იმის გამოხატვაში, იმ გრზნობის და იმ სევდის გამოხატვაში რაც ჩემს გულშია..
სანამ ჩემი თვალით არ ვნახე მანამ არ მეჯერა ..
ვიცოდი რო როდესმე ეს დღე დადგებოდა მარა მაინც იმედი იყო გულში.. პატარა მარა მაინც იყო..
 იმ დღეს რამდენჯერაც გამეღიმა. რამდენჯერაც სიმღერა წავიღიღინე სულ დანაშაულის გრძნობამ და სინდისმა შემაწუხა..
  არსებობენ ადამიანები რომელთა სიკვდილს ვერასდროს დავიჟერებთ და რომლებიც მუდამ იქნებიან ჩვენს გვერდით მათი შემოქმედების წყალობით..
მათ რიცხვს შეუერთდა ნიკო გომელაურიც...!!!



...:((

20100416

აბა გამოიცანი !!! :)

აინშტაინის ამოცანაა და აბა ჰეეე...




5 ადამიანი ცხოვრობს 5 სხვადასხვა ფერის სახლში, ეწევა 5 სხვადასხვა მარკის სიგარეტს, ჰყავს 5 სხვადასხვა ცხოველი და სვამს 5 სხვადასხვა სასმელს.

ცნობილია, რომ:

ინგლისელი ცხოვრობს თეთრ სახლში

შვედს ჰყავს ძაღლი

დანიელი სვამს ჩაის

მწვანე სახლი წითლის მარცხნივაა

მწვანე სახლის ბინადარი სვამს ყავას

Pall Mall-ის მწეველს ჰყავს ჩიტი

შუა ს ახლის მეპატრონე სვამს რძეს

ყვიტელი სახლის პატრონი ეწევა Dunhill-ს

ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში

Marlboro-ს მწევლის მეზობელს ჰყავს კატა

ცხენის პატრონის მეზობელი ეწევა Dunhill-ს

Winston-ის მწეველი სვამს ლუდს

ნორვეგუიელი ცხოვრობს ლურჯი სახლის გვერდით

გერმანელი ეწევა Rothmans-ს

Marlboro-ს მწევლის მეზობელი სვამს ღვინოს


ვის ჰყავს თევზი?

















მაინც აღარ მეძინება და იქნებ დავწერო რამე.

ან არ დავწერ, უბრალოდ აზრებს გადმოვაფრქვევ:

როცა გეძინება, სხვანაირად იწყებ სუნთქვას.
როცა გეღვიძება, სხვანაირად იწყებ ფიქრს.
როცა დადიხარ, სულ არ ფიქრობ - აკეთებ.
როცა რაიმეს გინდა მიწვდე, შეიძლება ცხრა მთას იქით წახვიდე, მაგრამ როცა რამე უკვე გაქვს, თითქოს გავიწყდება, რომ მოვლა უნდა.

ჰემინგუეის უწერია ”კილიმანჯაროს თოვლიანი მთებში”: მაღლა, მთის წვერზე ლეოპარდის გაყინული გვამი ძევსო. არავინ იცის, რა უნდოდა ამსიმაღლეზე ლეოპარდსო, თუმცა შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ის იქ ან საკვებს ეძებდაო, ან მდედრსო.

სადამდე ამძვრალა ეგ ოხერი.

ეხლა ფრენსის მაკომბერიც გამახსენდა ეგრევე. საწყალი.

დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. ბრძოლა არ მთავრდება - არამედ იწყება მაშინ, როცა შენსას მოიპოვებ. მონაპოვარს შენარჩუნება უნდა.

და ამაში კი ბევრი მოიკოჭლებს.

დღეს დილით. ხვალ ღამით. 48 საათის განმავლობაში.
ზეგ თუ მაზეგ.
მერე ისევ თავიდან.

მერე დასვენება მოდის.
სხვა საქმეებით ივსები.

მერე ისევ რუტინა - ყოველდღიურობა იწყება.












You're a Mean one Mr Grinch Music Video HQ