Powered By Blogger

20100919

მივდივარ...

მივდივარ...
ჩემი მთები მინდა...
ცრემლებს საკუთარი კალთებით მიმშრალებენ, არაფერს მეკითხებიან და გულს ბაგაბუგი რომ გაუდის, ნისლს იხვევენ,
მეც იმ რძისფერ ნისლში ვიკარგები,ჩმს უპეთ მლაშე ტკივილი გადაარღვევს, კლდენიც კი, ასეთი უშიშარნი რომ მეგონნენ, ამიტირდებიან, ქარაფს ჩამოშლიან.
დღეს არც ჩემი მტკვარი არ ღრიალებს, შენი დარდები გამატანეო ჩუმად მეუბნება.
ბედნიერება ქაბარჯინადან ამომავალი მზის ფერია თურმე მტკვარო, მწუხარება კი იმ ვარსკვლავს ჰგავს ყველაზე მკვეთრად რომ ანათებს მილიონობით სხვა ვარსკვლავს შორის, ყველა თავისად რომ იჩემებს.
დარდი კი მტკვარო,...
დარდი იმ შარშანდელი თოვლის ფერია, მთის ნაპრალებში თავს მშვიდად რომ გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს ახალ თოვლამდე.
სინანული კი შენ გგავს მტკვარიო, მღვრიეა და აქაფებული,აქეთ-იქით აწყდება სანამ გზას არ იპოვის,თან მიაქვს ლოდები უზარმაზარი, კენჭები შენთან რა მოსატანია.
არ მკითხო მტკვარიო სიყვარული რა ფერია... 
უჩემოდ იცი...
შენ კი ყველაზე ჩემიანი ხარ....



20100918

და.. დაა.. დაავი.. დაავიღალე !

ენა დამე...  და მეც დამე ... და მე დამებარებინა ბინა შენს გულში.... ?


სიტყვა მიყვა, მიყვა...მიყვაააა.....  მიჰყვა რგოლი რგოლს და დაეხვია რგოლი ძელს ... 


დრო, დრო რა მოსატანია და ყველა, ყველა დარდსაც  შლის ...


სიტყვა დავი, დავი... დავიიიი.....   დავირბინე ქუჩები და ვერსად გნახე ..


სიტყვა მიყ, მიიიყ .. მიიიყ ... ვარ, ხარ, არის ...


და.. და დამღალა მე ამ მიხატულ ღიმილმა ტუჩებზე და ....


სიტყვა ვტი, ვტიი... ვტივტივებდი სიზმრებში და გპოულობდი ფიქრებში...
და
და, დავი .. დავიღალე მე ამ ნიღბების დანახვით და ... და ნიღბებს იქით ამოფარებულ სახეებს ვეძებ ...


და, დაა .. დამღალა მე ამ უქართველო ქართველობამ და უქართველობაში მიჩქმალულ ქართველებს ვეძებ ..


ვე.. ვეძებ და ვეძებ ... და ვეე.. ვებრძვი ამ უცნაურ რაობას და 


და დრო მიდის... და ყველა, ყველა ღიმილს ფრესკულს შლის ...


და თვალებმა ... შიშველმა თვალებმა დამღალა, რომლებსაც სიყალბე უტარებს ქუჩაში მარათონს ....


მტვერმა, სიბინძურემ ქალაქში დამღალა ...


გაგიცვლი, ამინდებს გაგიცვლი.. შენთან რა ხანია გაწვიმდა ...


და სველმა ქუჩებმა იქნება გაწმინდოს სიმყრალე... 


და სინესტემ კი იქნება და ჩამოგვაცილოს ის წებო რომლებსაც ვატარებთ ...


და და.. დავეძებ და დავეძებ სიყვარულს დავეძებ ხალხში


და ვიცი რომ არის ..
არ შეიძლება რომ არ იყოს ... ცოტა მაინც და არ შეიძლება რო არ გაღვივდეს და გაბევრდეს ....


სი, სი .. სიიიტყვებს ვეძებდი გრძნობების სათქმელად და  და..დააამება ენა  მე სიიი ყვარულზე..

სიტყვა მი, მიიყვაააა....
 მიიყვანაა გრძნობამ გრძნობა საგულემდე და .. და აი მაინც ვერ ვთქვი ბოლომდე ...


სიტყვა ში, შიიი ... შიშით შევყურებ ჰორიზონტს და ვდგავარ იმ ადგილზე რომელიც ალბათ ვიღაცამ დამითმო ..


ალბათ იმიტომ, რომ ის სიცარიელე ჩემად, ჩუმად ამომევსო განცდებით ...


შეხედე, ისევ სიყალბეა ირგვლივ და ისევ ნიღბები სახეზე დარჩენას გვთავაზობს ...


შეხედე, ისევ ღრუბლები დადიან ცაზე და სამყარო თითქოს დაგვცინისო განგებით ...


შეხედე, რამდენი სისხლია გარშემო და მზე კი, მზე კი სხივებით თამაშობს ...


შეხედე, ამ წითელი ფანქრით მიხატულ ღიმილს სახეზე და შავი პასტელით გაფერადებულ სამყაროს ...


სიტყვები.. სიტყვები პირზევე შრებიან და აღარც არავის ესმის ჩვენი ...


ათას სიბინძურეს ვქმნით და მხოლოდ სადღერძელოს დროსღა  ვართ ქართველნი ...


დამღალა მე ამ უსაშველო სიბრმავემ ხალხისა და ისევ მარტოობის სიამეს ვდარაჯობ  ...


დამღალა მე ამ სიბინძურეში  ჩაფლულმა  სულმა და სიწმინდეს ვდარაჯობ ....


და.. და დედა.. დედამიწა კი ისევ ტრიალებს და ტრიალებს ....


ისევ ანათებს მზე და ისევ ციმციმებენ სხივები...


ისევ ამოდის მთვარე მზის ჩასვლისას და თითქოსდა იმ სიბნელეს ანათებსო ბევრი რომ ეძებს სწორედ ...


ესეც სამყაროს ირონია ...


და 


და მე კი ვეძებ .. სიცივეში სითბოს ვეძებ...


და მებმევა.. ეენა მებმევა მე ისევ ყველაზე თბილ სიტყვაზე სამყაროში ...


და ვცდილობ ვთქვა.. ვცდილობ და 
და .. და.. ისევ ეს შიში სულის ...




მაგრამ მე ვიტყვი.. მე ვიტყვი რომ მე .. მე შენ მიიი.....


მი...... მიიივახწევთ ყველაფერს და რომ სიყვარულისთვის შეიქმნა სამყარო ...




მაგრამ შეხედე, მაინც სიყალბეა ირგვლივ და ისევ ვერ ვთქვი ბოლომდე....


დრო, რა მოსატანია და დრო კი ნაოჭებს გვიჩენს და  სახეს კი გვიშლის ...


ირგვლივ ნისლის და სიყალბის სუნი დგას და მაინც მაქვს განცდა სინათლის...


და იქნებ..იქნებ ეს ერთხელ მაპატიო კიდევაც ....


მაპატიო ჩემი ხშირად გაქცევა სინამდვილისგან .....


და ოცნებაში დარჩენა მაპატიო ..........


ჩემი მხატვრობის ნიჭი მაპატიო და ხშირად გაფერადება მაპატიო ცხოვრების ...






შეხედე, ამდენი ცრემლისფერია გარშემო და მზე კი სხივებით თამაშობს ....







20100915

♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

გზა - ნაცრისფერი,


სიყვარული - ვარდისფერი,


ბალახი - შენი თვალის ფერი,


ხასიათი - დარდისფერი ,


ცხოვრება - ავისფერი,


ოცნება - იისფერი,


მოფერება - მრავალფერი ,


შენი თმები - ჩალისფერი,


მოგონება - სევდისფერი, 


სიზმარი - აისამნისფერი,


შენი სითბო - სხივისფერი,


შენი კოცნა - მარწყვისფერი,


ჩახუტება - ჭრელისფერი,


შენი ცქერა - მთვარისფერი,


ბაგეები - ლალისფერი,


შენთან ყოფნა - ცისარტყელისფერი,


განშორება - ცრემლისფერი,


მონატრება - წვიმისფერი,


მზე -  შენი კანისფერი,


შენი სიტყვა - ყოვლისფერი,


ხმა - რაკრაკისფერი,


და შენ - სიყვარულისფერი .....

20100911

-_-

წახვედი თუ არა აცივდა ... 
დამთხვევა იყო ალბათ..
თითქოს არაფერი შეცვლილაო, მაგრამ ბევრი რამე შეიცვალა ჩემთვის ..


შემოდგომაა ჩვენს ფანჯრებშიი...
ქუჩებში ყველაფერი იგივეა მხოლოთ ძირს ჩამოყრილმა ფოთლების რაოდენობამ მოიმატა და ცოტა ტოტების სიშიშვლემ ..


რამდენჯერაც ჩვენ ადგილებს ჩავუვლი ყოველთვის სევდიანი ღიმილი მომადგება ხოლმე სახეზე და მახსენდება როგორ მეთამაშებოდი  ბოლია-ბოლიას ... 


მე ხო ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა ლოყას მომადბდი ლოყაზე და ერთათ ვსუნთქავდით .. 


ნათქვამია ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს არსებობენ მხოლოდ ბედნიერი დღეებიო, მაგრამ ის დღეები იმდენად ბედნიერი იყო რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე მეყოფა ..
დავდიოდი და ვფიქრობდი ..
ერთი წლის წინ ხო საერთოთ მარტოდ-მარტო ვიყავი .. ახლა კი შენ მყავდი, მართალია მოშორებით , მარა მაინც მყავდი ..


თავიდან ყველგან გეძებდი .. 
ქუჩაში ყველა გამვლელში და გამომვლელში ..


პირველი ორი დღე თვალებს ვაცეცებდი ..
მესამე დღეს უკვე შევეგუე 


და ეხლა კიდე ვხვდები ..
 რა საჭირო იყო შენი ძებნა ?


შენ ხო აქ ხარ გულშიი..
ჩემს გულში ცხოვრობ და ამით უფრო ბედნიერი ვარ ..


ეს უფრო მახარებს ვიდრე სადგაც, თუნდაც ბიძაშენის სახლში ცხოვრება ...

20100909

:|

რამდენი რამის დაწერა მინდა .......
რამდენი რამის თქმა ........