Powered By Blogger

20101030




























































































ააააააააააააააა...........................................................................................................................


ეხლა დავიცალე ...



20101029

ერთხელაც ...

აუცილებლათ დავწერ პოსტს , სადაც ვიტყვი, რომ მე გავფრინდი მერცხალივით ..
გავფრინდი   ...
სადაც ვცხოვრობ და არა სადაც ვარსებობ ....
სადაც უფრო ნაკლებს ვტირი .....
სადაც ნაკლებია მონატრება ....
სადაც 

ქუჩაში გასვლა მიხარია

სადაც

ყველა ვარსკვლავს ვთვლი ყოველ ღამე უკლებლივ  ....

სადაც 

მე მივდივარ წვიმიან ამინდებში გამჭვირვალე ქოლგით ....
და შენც მოდიხარ...



სადაც
არ არის უშენობა   ......


and...

and again ,   and again ,   and again  ......

20101023

ქურდი ვარ......

ვიპარავ გრძნობებს......


და ეხლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი რომ ვერც შეამჩნიე..... 


ქურდი ვარ...


ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე...

დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...

შემოდგომის ფოთლებს ..

ცისარტყელას ფერები მოვპარე...შვიდიღა დარჩა....

ვიპარავ ყველაფერს და ნელ-ნელა ვაწყობ გულს... 


ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...

ოცნებებსაც ვიპარავ ...
სევდას და მონატრებას ვიპარავ და მერე ჩემს სხეულში ვკეტავ.. ვმარხავ  .....

ფიქრებიც მოგპარე და გამოვიყოლე ... 
ამიტომ გეფიქრება ....

სიყვარული მოვიპარე ბევრი და ახლა თითქოს მომეწება ეს გრძნობა ....

და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული შენც მოგპარე...

სულ ცოტა....

დღეს მაინც რომ მეყოს....
...

20101017

სხვა რომ ვერ გაიგებს ისე მეცხოვრება.......

ხან მარტივით, 
არა, უფრო ჭირვეული, ვებუტები დღეებს,
მერე შენ რომ წახვალ, 
ვამბობ,
უშენობით ფიქრებმილეული, 
მგონი მჭირხართმეთქი შენ და შემოდგომა... 
მერე ისევ ქარი, ისევ სიცივეა...
ისევ ნისლისფერი დღეები ...


მერე ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში , ერთხელ ჩაგეხუტები ... დამაყრდნობ ლოყას ლოყაზე ....
შემომესუნთქები, შემომეჰაერები ....


და წავალ ....

20101016

♥♥♥

,, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი მოთხრობები ვართ, დავდივართ და ერთმანეთს ვკითხულობთ... ზოგი ცუდი მოთხრობა ვართ, ზოგი კარგი, ზოგი მოწყენილი, ზოგიც იმედით სავსე'' ♥ 

გოდერძი ჩოხელი : )

 ♥  შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა ... შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი ...

20101003

:)

ისეთი თბილი ხარ, რომ სამყაროს ათბობ, მზესაც ათბობ და მეც მათბობ...
 სად პოულობ ამდენ სითბოს? 
მეც მასწავლე, თორემ ხანდახან ზამთარი ისე მყინავს, რომ გაღიმებაც აღარ შემიძლია. . .


მე შენით ვისწავლე სიცოცხლის მადლი, მე შენით ვიგრძენი წამის მარადიულობა და მთელი სამყაროს ერთ წამში ჩატევა.
შენით მიყვარს კარგიც და ცუდიც და ცუდიც და კარგიც, 

შენით, ამ წამში, მთელი სამყარო ჩემს გულშია...........
შენამდე სიყვარული ვიცოდი,მეგონა, არადა არაფერი არ მცოდნია.