Powered By Blogger

20100327

ნუ მე-თანაცხოვრები რა! ნუ მე-სხეულები,ნუ მემეორენახევრები ...და ნუ მე,ნუ მემეები!!!
ნუ მკოცნი
და ნუ მსიამოვნებ!

რა დროს შენი ეგეთებია
და რა დროს ჩემი ეგეთებია :)






დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.



მე მინდა გაფრენა... მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი... არა სიცოცხლე...არა სიკვდილი... არამედ რაღაც სხვა...ვამბობ არ არიან სიტყვები გრძნობისთვის, გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და......... ისევ სიშორეზე ტირის როიალი...

20100326


ხოო ხოო .

მიხარიხარ !!!!..

მებედნიერები..

მარა მტკივიხარ კიდეც..

მეშინია რო ხვალ გაცილებით შორს არ ვიყოთ ერთმანეთისგან ვიდრე დგესა ვართ..
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან თავს ვიტყუებ ჯერ მესმის მეთქი..

ხოო.. ხოო ჩვენ ხო უსაშველოთ
და ვარსკვლავებზე უფრო მეტათაც კი ვართ მოწყვეტილი ერთმანეთისგან..

მარა მჯერა.. ვიცი როდისღაც ამოივსება ეს გამთოშავი სიცარიელე..
არ შეილება ეს არ მჯეროდეს..

მე .. მე შენი ჩემნაირობა მიყვარს..

შენი ნათქვამი "მიყვარხარ " მიყვარს..

შენი ყოველი მოსული მესიჯი მიყვარს..

შენი ყოველი სიტყვა.. ყოველი ამოსუნთქვა..

შენზე ოცნება.. ფიქრი მიყვარს..

შენი კვირაში ერთხელ მოწერილი "როგორ ხარ" სხვის ათასს "მიყვარხარ"-ზე მეტათ მიყვარს..

შენი ხუმრობები.. შენი სითბო მიყვარს..

ის ტკივილიც, ის ცრემლიც მიყვარს ამას რო მოყვება..

შენი სიყვარული მიყვარს..

ის ემოციები მიყვარს.. ის მოგონებები მიყვარს..
.....................................

არ ვიცი რატო ამეკვიატე??.. რატო მეფიქრები??.. მენერვიულები??..

მარა ესეც მიყვარს..

მთელი შენი თავის მფლობელი მინდა ვიყო..

მეგონა სიყვარულით სავსე სული მქონდა, ახლა ვხდები რო ცარიელი სული მქონია.. პირთამდე ცარიელი..
მარა სავსე შენით..

ეხლა წესით უნდა ვსწავლობდე მარა ვერ გავძელი..
წიგნი სადღაც გდია..

დგეს რატომღაც დიდი დიდი ბურთი მომადგა ყელში და რო არ დამეწერა დამახრჩობდა...

შენს თავს გეფიცები.
დაძაბულობისგან მხრებიღა მტკივა..

ვიცი ვიცი რო უნდა ვსწავლობდე და ვისწავლი კიდეც..
ეს ერთხელ მაპატიე..

უშენობა მტკიოდა და უნდა მეთქვა..

რა საშინელი სიტყვაა ტკივილი ჩემთვის რო უშენობას ნიშნავს..

მარა გეფიცები ეგ ტკივილიც მიყვარს..
რადგან შენ გეკუთვნის..

შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში მიყვარს..
მაბედნიერებს და..

მოკლეთ ვიტყვი..

შენ მე ოცნება მასწავლე...

სუ ასე ვიქნებით.. სუ მემეოცნებები და სუ მებედნიერები ...

შენ ჩემს ცხოვრებაში არსებობას გეფიცები...:**












20100317

:(

ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა.

სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება-რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია...




20100315

მადლობთ....


როგორ შეილება არ გიყვარდეს??
უნამუსო უნდა იყო..
უსინდისო უნდა იყო..
დაუნახავი..
უგულო..

როგორ შეილება არ გიყვარდეეს??

ისინი ხომ შენით ცოცხლობენ..
შენ მათით..
ისინი შენ არიან..
შენ ისინი ხარ..

შენით იძინებენ და შენით იღვიძებენ..
შენს გამო უხარიათ მზის დანახვა.. მთვარის ამოსვლა..
შენს გამო აქვთ გათენების იმედი..
შენს გამო შეჰყურებენ ცას იმედიანათ..
შენს გამო სცივათ..
სტკივათ..
შენს გამო მოსდით თვალიდან ცრემლი..
სიხარულისა თუ მწუხარებისა..
შენს გამო აკეთებენ ყველაფერს.. უნდათ ეს თუ არა..
შენს გამო უხარიათ სახში მოსვლა..
უხარიათ შენი ყურება..
შენი ღიმილი..
შენი სიცილი ხომ საერთოთ :)
უხარიათ შენი ტიკტიკი.. ლაპარაკს რომ ეძახი..
უხარიათ ყოველი შენი სულელური კითხვაც კი...

შენი ცრემლი მათი ცრემლია..
შენი ღიმილი მათი ღიმილია..
შენი სიყვარული მათი სიყვარულია..(მარა ცოტას ეჩვიანობენ ხოლმე )

მათთვის ყოველთვის პატარები ვართ..
ყოველთვის ის მოტიკტიკე ბავშვები ვგონივართ..
ჩვენი სერიოზული ნაბიჯები ისევ პირველათ ფეხადგმული პატარის ნაბიჯები ჰგონიათ...

ჩვენ კი გვწყინს..

ვეჩხუბებით..

სახლიდან წასვლით ვიმუქრებით..

ათასს გულის სატკენ სიტყვას ვეუბნევით..

მარა მაინც ვუყვარვართ..
ყველაპრის მიუხედავათ მაინც ჩვენით ცოცხლობენ...

მეც თვენით ვცოცხლობ..
მეც მეც ძალიან მიყვარხააააართ

დეეეე...
მაააააა..

ყოველთვის მიყვარხართ...

მაშინაც როცა გეჩხუბებით..(შეილება მაშინ ყველაზე მეტათაც კი )
მაშინ როცა გარეთ არ მიშვებთ (ჩემი ყველა ნაცნობი კი გარეთაა..)
მაშინ როცა მძინავს თქვენ კიდე შემომივარდებით გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდებაო..(ამ დროს ისე რაა..:)) )

მართლა ყოველთვის მიყვარხართ...
სადაც არ უნდა ვიყო გული თქვენსკენ მომიწევს...

სულ თქვენთან მინდა.. სუ სახში მინდა..
იმიტომ რომ იქ ყველაზე დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ...


მადლოოოოოობთ...

ასმაგათ გადაგიხდით დეეე.. მაა....








20100314




მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას ...






ქალი ვნახე კაფე ნალში
რაღა ვნების სიომ გამკრა
ჩამოვარდა გულში თვალში,
მაგრამ უცებ სადღაც გაქრა
არ ვიცოდი მისი გვარი
სახელი და ეროვნება
არ ვიცოდი ყავს კი ქმარი ?
იქნებ იმას ემონება
ბოლოს მაინც ვნახე იგი
ვერაზეა კაფე გირჩა
იქ დავუგე ლექსის მახე
იქ კი ვეღარ გადამირჩა


წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვედით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ



ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?.




გომელაურიი... აი რა სჭირდებოდა დგეს საქართველოს და მისით უნდა ვიამაყოთ...
ბედნიერი ვარ რო ქართველია და რომ მის შემოქმედებას ვიცნობ..
მიყვარს ეს კაცი და მენანება სიკვდილისთვის . . . =(
მე მჯერა რომ იცოცხლებს დიდ ხანს და გვაჩუქებს ისევ ბევრ ლამაზ სპეკტაკლს და ლექს...
ძალიან მიყვარს ნიკო იმიტომ რომ მის თითოეულ ლექსზე მაქვს ნაფიქრიი და ისეთი რაღაცეებიც მაქვს ნაპოვნიი რასაც მართლა უნდა დაუკვირდე ..










20100313



გალაკტიონი ყველაზე ახლოსაა ჩემს სულთან..

20100311


ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა:-რა არის მტკივნეული სიცარიელე,როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?დიუმამ მიუგო:-განა თავი არასოდეს გტკივებიათ?

20100307

gatendi raaa..:(


gatendi raa.. dzalin chamobneldaa..
erti varskvlavic ki araa caze ro davinaxo da gamixardes ..
gamixardes is ro cocxali var..
ramdeni rame moxda..
ramdeni rame gadavitane am 18 wlis ganmavlobashi da ai dges erti chumi gamea .. marto vzivar otaxshi da meshinia..
risi meshiniaa??
ar vici..

mze minda..
sitbo momenatra...
simwvane momenatraa..
ai balaxis suni momenatraa...
pexshishvela siarulio ro ityvian xolme eg momenatra.. (me ki ar gamivlia mara mainc momenatra ) :)


mimwydaria adamianis xma..
qaric ki agar qris titqos specialurat gachumdao..

qveyana dums..

ar miyvars eseti sichumee..
eseti dumili..
kidev kai ro imedi gvaqvs am gamis gatenebis tore ar vici ras vizavdit...

rogorc ilia ityoda..
"ra carielia es savse qveyana uadamianod "

exla amas vwer..
ro ar damewera gavaprendi...
yelshi ro burti maqvs gachxerili is damaxrchobdaa..
an cremlebi damaxrchobda mainc..
tavs vikaveb ro ar ametiros..
saxli minda .. saxshi minda.. minda isev dilit deda shemovardes da gamagvidzos..
an chemi da shemomivardes tavis xmaurianobit, mawivlos da mayviros an dila ar icit an dzili metqii...
amaze yoveltvis nervebi meshleboda mara exla minda..
mteli gulit mindaa..

es kvira ver chaval .. :((

vegar vikaveb ukve ametiraa..:(

game cudia..
mitumetes tu marto xar..
su mgonia ukan ro mivixedo vinme idgebaa..
amitomac ar vixedebi :)

ai xval karg xasiatze viqnebi gepicebi.. ogonc gatendi raa..
ar medzineba, dgesac mteli game ver davidzineb, dro ki ise nela midis titqos chemi nervebis shla yvelaze metat siamovnebs..

kargi raa..
male gatendi gamev..

'waiget es bneli da mshvidobiani game tavis dzilita da sizmrebita da momecit me nateli da mousvenari dge, tavis tanjvita, wvalebita, brdzolita da vai-vaglaxita..

hoi bnelo gamev mejavrebi shen mee!'








GaMoViKeTe...



მეგონა, ცარიელი სული ვიყავი,
თურმე პირიქით:–
სული მქონია ცარიელი...
პირთამდე ცარიელი....


და მახსენდება ეს ნაფლეთები წარა–მარა და თავში მიტრიალებს და მეწერინება და მე–ჩემება.....

და გა20ებული ვარ... დღეს 2 ისეთი ადამიანი მივატოვე ონლაინში, მთელი დღე რო ველოდები ხოლმე მაგათ გაონლაინებას.... ხოდა დღეს ა ასე, გამოვრთე კომპი და ერთ–ერთს რო არ დაემესიჯებინა რო რატო არ მიპასუხეო ვერც მივხვდებოდი რო შუა ლაპარაკში გამოვედი... ხოდა ეს რამხელა პროგრესია თქვენ ხო არ იცით...
განწყობა ისეთი საშინელი მაქვს, აღარავინ მეკონტაქტება.....
ეხლა დედაჩემს სძინავს გვერძე ოთახში, ჩემი შესვლა და ერთი გაღიმება (1 კვირიანი ბოღმობის შემდეგ) ალბათ სიცოცხლეს 10 წლით გაუხანგრძლივებს... რათქმაუნდა ჩემს 1 კვირიან სიმყრალესაც მოევლება მარა..... ეხლა სასწრაფოდ დავიძინებ რო გულმა არ წამძლიოს და არ შევიდე..................
მე მჯერა საკუთარი თავის...
შორს სენტიმენტალიზმი.................



სახლში მინდა.....
ჩემს სახლში, აქ არა....
იქ მინდა, უკვე იმდენი ხანია ვერ მოვახერხე ჩასვლა...
მომენატრა....
სახლი მომენატრა, ჩემი უბანი, მეზობლებიც, დაჟე.


დედა აუცილებლაც ცხვირსა და ტუჩს შორის მაკოცებს მარჯვენა მხარეზე (მანდ გგრძნობო) და აფუსფუსდება,
რას შეჭამ?
–კვერცხი შემიწვი რა მე რო მიყვარს ისე..
–კაი რა, ამდენი საჭმელია სახლში..
–გეხვეწები რა დე, მომენატრა...
შემიწვავს :)
რა ხდება თბილისში, – რავი, არაფერი, ძველებურად...
გამოცდები რა ქენი? –– გადამივიდა 4 მდე ბოლო გამოცდა....
როდემდე ხარ აქ? – 30 მდე...
რა კარგი გოგო ხარ :* :*
ჩემს დას ეძინება, ან გავარდნილი იქნება ველად... შეხვედრის დროს ხელზე მაკოცებს, ან შუბლს დამადებს, იმიტო რო ვერ ვიტან სახეზე რო მეხება :)
სახლი რა თქმა უნდა თავდაყირა დადგება 5 წუთში, ისედაც საგჟეთია ხოლმე მარა მაინც....
ცოტას დავისვენებ...
დედა შემოიპარება ჩემს ოთახში და მაცდური თვალებით დამიწყებს რაღაცეების კითხვას, რო შევატყობ რო შორიდან მივლის, პირდაპირ იმ თემაზე გადავალ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს... :)
მაღაზიაში მე წავალ. ტაქსის მძღოლები თვალს გამაყოლებენ.... გამყიდველი აუცილებლად მეტყვის რო ძალიან ვგავარ დედაჩემს... (სინამდვილეში, ნატო ვაჩნაძეს უფრო ვგავარ ვიდრე დედაჩემს, თვალებში აკლია ალბათ იმ ქალს)
მერე ვიბანავებ.... ბანაობის დროს 3 ჯერ მაინც მომიწევს კივილი "ცხელი წყალი დაკეტეეეეთ!!!"
მერე გოგოებს ვნახავ..... სახლში 12 სკენ დავბრუნდები...
ჩემი და უკვე მოუთმენლობისგან ცქმუტავს როდის დავუჯდები საჭორაოდ.... გვიან დავიძინებთ...
დილით აუცილებლად ყველა სათითაოდ შემოვა ჩემს ოთახში (ჩვევა აქვთ ასეთი) სათითაოდ გაიჯახუნებს კარებს, მერე ჩემი და ფენს ააბღუილებს,ტრილიაჟი000 ჯერ გააღებენ–დახურავენ,
10 საათიდან მოყოლებული 2 მდე ყოველ 10 წუთში შემოვა დედაჩემი და მეტყვის რო ცხოვრების საულეთესო წლებს ძილში ვხარჯავ.....
მერე ჩვეულებრივად, საუზმე, გრეი–თერაპია, შხაპი, მეგობრები, სახლი, ჭორაობა :) შიგადაშიგ შეიძლება რამდენჯერმე ჩხუბიც მოვასწროთ, ეს ისეთი სახალისოააა :)
მომენატრა.....
თქვენ ალბათ საგიჟეთად გეჩვენებათ (და 3 დღის მერე მეც გამოქცევაზე ვარ ხოლმე) მარა აი ისე მომენატრა მეტი არ შეიძლება...
დედაჩემს ველაპარაკე წეღან... ისე მომენატრე, ეხლა რო წარმოგიდგინე, სუ ცხვირი დამეწვაო.... გავუთიშე, ვიძინებთქო.... იმიტო რო მეც. მეც დამეწვა ცხვირი :(
სახლში მინდა....
ჩემს სახლს არაფერი ჯობს...
ახლა რო წვიმს, წარმომიდგენია ხვალ ამ დროს როგორ ვიჯდები ჩემი სახლის აივანზე ჟაკეტმოსხმული, ყავის ფინჯნით და კომპიუტერით და რამე სასიამოვნოს დავწერ ალბათ....
ნეტა ასე იწვიმოს ხვალ ღამითაც.....
გუშინ რო ვჯუჯღუნებდი, ეგ იმას კიარ ნიშნავს რო წვიმა არ მიყვარს..
როგორ შეიძლება გაზაფხულის წვიმა არ გიყვარდეს ადამიანს, და ის სუნი, ქუჩაში რო დგება ხოლმე...... მიყვარს, ისე ისეე რო ვერც წარმოიდგენთ....
ხვალ მთელს ქალაქს მოვიბოდიალებ..
მთავარია ძალიან არ იწვიმოს და არ დამეზაროს.... :)
ძალიან ბევრს ვივლი ფეხით, ყველა ნაცნობის დანახვა გამიხარდება და არავის არ ჩავურტყავ ნივჟუს (როგორც ხშირად მჩვევია ხოლმე)
ხვალ თუ ამინდმაც ხელი შემიწყო, ყველანი მეყვარებით და რაც გინდათ მთხოვეთ :)
ოღონდ ხვალ...
ძილინებისა სამყაროვ... ვიცი რო ჩერდები როცა მე მძინავს.... დღეს მაინც გაჩერდი რა გათენებამდე...



















მომენატრე..

რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...

აქამდე როგორ ვერ გამოვცადე?!

მთელი ამდენი წელი...

მომენატრე...

მუცელი მტკივა...

მომენატრე....

ეს არი არასოდეს მომენატრებაო?!


რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...

მომელანდე...

1,2,3,4,5,6,7,8,9 ჯერ მომელანდე...

არა, არ გეძებ..

თვალთ დამაკლდა და იმიტომ,

მგონი...



მომენატრე.....









20100306












MaKlDa


რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,
ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში
დედოფალი იმედივით რომ იწურება!
რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია
ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის.
რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო
ნოემბერი და ...
დაორთქლილი ფანჯრებიდან
''შემოგედალალე !"-
-დაგიძახო.
რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები,
ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი
და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!
რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან
შუაღამე,
რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !
რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები
მიყრია მაგიდაზე...
და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს.
ჰო, როგორმე არ იწვიმოს,
ოღონდ არ იწვიმოს ...