Powered By Blogger

20100629

მე შენ და ჩვენი მონატრება . .

თვალებს ვხუჭავ...
და ფერების საოცარ სამყაროში ..
ხელის ცეცებით გეძებ..
.......................
შავ ბურუსში გზას ვერ ვიკვლევ...
ვეცემი....
მტკივა....
ცრემლით ვავსებ ნაპრალებს...
მაგრამ მაინც,ჯიუტად მოვდივარ შენსკენ....
ნელნელა სიბნელე ფერს კარგავს.....
..........................
მზის ოქროსფერ სხივებს ვხედავ....
ვუახლოვდები......
მზერას ვერ ვასწორებ....
.......................
მიღიმი.....
ხელს მიწვდი....
აკანკალებულს გულში მიკრავ....
მას ისე ვგრძნობ ,როგორც სითბოს
და ასე  წამის მარადიულობას ვქმნით...    

მე 

შენ

და ჩვენი მონატრება..................

20100628

რო შეგიძლია წერო
რო შეგიძლია სილამაზე ნახო,
რო შეგიძლია შეიგრძნო კიდეც. .
რა არის მშვენიერება?
ან წერა რა არის?
ან ხატვა?
ან საიდან იწყება და სად მთავრდება?
ან იქნებ არც მთავრდება არასდროს?
ან ან იქნებ სულაც არ დაწყებულა?




მაგრამ რატომ უნდა დამთავრდეს? ან რატომ არ უნდა დაწყებულიყო?
ან სიყვარული რა არის?
ან არიის??
თუ ჩვენ გვგონია რომ სიყვარული არსებობს?
თუ ჩვენ გვინდა რომ იმას რასაც ვგრძნობთ სიყვარული ვუწოდოთ?
მარა მე რო არ მინდა..
არ მინდა ერთხელაც თვალი გავახილოთ და არ არსებიბდეს. . .




მაშინ ხომ არ იარსებებს ცა,
არ იარსებებს მიწა,
არც ზღვა,
არც მთა,
არც წყარო,
არც ნიავი,
არც სითბო იარსებებს,
არც ფოთლების შრიალი,
არც ჩიტების ჭიკჭიკი,
არც სიტკბო,
არც სურნელი ყვავილების,
არც სამოთზე,
არც მშვენიერება,
არც სიამოვნება,
არც ემოციები. . . . . .
 იქნებ სიყვარული უსასრულო მონატრებაა , ტკივილამდე, ძვლებამდე რომ აღწევს...
იქნებ ამას ვეძახით სიყვარულს რადგან არც ვიიცით რა ვუწოდოთ ამ უსახელო გრძნობას..




იქნებ არც გრძნობაა, არც შეგრძნება,
იქნებ არც არაფერია ..
უბრალო ფანტაზია გაუცნობიერებლად მოსული....
უბრალო წარმოსახვა,
რომ არსებობს.., იცი რომ არსებობს და ამიტომ უნდა იგრძნო შენც..




იქნებ სულაც ადამიანურ ვნებას ვუწოდებთ სიყვარულს, რომ იგი ასეთი ლამაზი სიტყვით დავფაროთ და გავამართლოთ კიდეც..




მაგრამ ეს ხომ სიცარიელე იქნებოდა უკიდეგანოდ და უსასრულოდ დიდი..
ყველგან და ყველაფრის მომცველი...


როგორ შეიძლება არ შეიგრძნო,
არ უყური სილამაზეს განუწყვეტლივ..
არ გინდოდეს უბრალოთ უყურო მის ყოველ დეტალს,
ყოველ წვრილმანს და დაუსრულებლად გინდოდეს ამ საშინელი სილამაზის შეგრძნება...
როგორ შეიძლება არ არსებიბდეს სამყარო?
მელოდია არ არსებობდეს სიყვარულზე..
როგორ უნდა იცხოვრო უოცნებოდ ?...... უგრძნობლად ?...... უემოციოდ ?
არ შეიძლება !




არ არსებობს ქარის ქროლვამ არ აგიჩეჩოს თმა.,
არ შეარხიოს ფოთოლი , ან თუნდაც მოსწყვიტოს გამხმარი, გაყვითლებული..




იქნებ ზუსტათ მაგით გრძნობ სიცოცხლეს, არსებობას.. ?
იქნებ სწორედ მაგიტომ ვარ აქ და იქნებ სწორედ ეგ ემოცია მაწერინებს და მაწერინებს . . ?
იქნებ სიყვარულის ფერებში გარშემორტყმული მომდის და მომდის სიტყვები და გაემოციებული ემოციად ვაქცევ ..
მერე რა რომ არეულად, მთავარია რო მოდის ..
იქნებ ყოველი თვალის დახუჭვისას ფერების საოცარ სამყაროში შენი ძებნა ხელის ცეცებით ამიტომაც მიხდება. .
მერე რა რომ ვერ გპოულობ? ხომ გგრძნობ მაინც. .
იქნებ პოვნა სულაც არ არის საჭირო ..


მთავარი ხომ გრძნობაა !





20100613

არ ვიცი რატომ მომივიდა, ვნერვიულობ.
სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შენ უფრო მეტი ხარ ჩემში ვიდრე ეს სულელური წინასწარმეტყველებები და ეჭვის გროვები...

ხანდახან მეპარება ხოლმე ეჭვი რომ არსებობ. 
მერე არ ვიცი საიდან და როგორ მოდის ისევ რწმენა რომ ხარ 
ერთადერთი ხარ ვისაც ვერ ვხედავ და მისი მჯერა
შენი არ მეშინია! 


ჩუმად ვიყავით და შენი სუნთქვა მესმოდა..
შენ ჩემი ..
ზოგრჯერ დუმილი ხმამაღალ ლაპარაკზე უფრო მეტათ მეტყველებს...


მინდოდა მეთქვა..
მინდოდა მეთქვა,
ასე არის,
ასე იქნება..
ჩამოგვენგრევა სხვენი თავზე,
ცა დაგვექცევა,
გამოიდარებს ნანგრევებზე და გამოჩნდება,
როგორც ნაომარ სველ მინდორზე,
მზე . .

მერე კი ისევ დავსხდებით პირისპირ 
და ფიცსაც დავდებთ სიმართლეზე..
რომ აღარასდროს შევჭამთ ჰაერს, ზომაზე მეტად,
არ გამოვთვრებით მიწით

და ვეტყვით პირში,
ჩვენს წარსულს, აწმყოს და თუ იქნა –  მომავალს,




და ბოლოს მაინც,
ძილისწინა ლოცვების შემდეგ
და თბილ საწოლში, ემბრიონივით მოკუნტვის შემდეგ,
ყველა ფიცის, ყველა კოცნის და სიტყვის შემდეგ,
ჩვენივე თავსაც დავუმალავთ,
რომ ისევ არ ვთქვით,
ისევ არ ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა..

20100606


-ქვყნად არსებული ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი. ყველაზე საშინელს, უსიამოვნოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის კიდევ რაა ..- ესაა პირველი გორახის დაცემა აპლავსი ჩადგმული კუბოს სახურავზე..
გაგახსენდათ არაა?? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი... ესეც არ იყოს შეუძლებელია, ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და ბნელი ღამით, უეცრად გაღვიძებულს, უცნაური, განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგებათ სიკვდილი, რომელიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და მოვა.. ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი....
                                                                                 
                                                                                           გურამ დოჩანაშვილი...

მიყვარს ..

ცოტა ხნის წინ ჩემს უჯრებს ვალაგებდი და ჩემდა გასაოცრათ მართლაც რომ საოცარ რამეს გადავაწყდი...
საოცარს და სასიამოვნოს..
კარგათ დავიწყებული მქონდა და რო წავიკითხე გულში რაგაცნაირი სითბო ჩამეღვარა..




სულ პატარა ვიყავი რო დამიწერა დედიკომ..


მე შენ მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე
შენი სურნელით ვთვრები.
შენი თვალებით, შენი თითებით
და წაბლისფერი თმებით.
საიდან გაჩნდი ეს საოცრება
რად მალოდინე წლები?
მე შენ მიყვარხარ, ჩემო პატარა,
შენი ტიკტიკით ვტკბები.
ლოყას ლოყაზე როცა მომადებ,
ეს სამყაროა ვრცელი.
მე შენ მიყვარხარ ჩემო იმედო,
შენს ძილს ვდარაჯობ მხოლოდ
დაღვიძებისას ფუნჩულა თითებს
დაჰკრავს სურბნელი ჟოლოს
ეხლა დავრწმუნდი დედაშვილობას
მართლაც არა აქვს ბოლო


მეც მიყვარხარ დეეე.. და იმ იმედსაც გაგიმართლებ შენს თავს გეფიცები :**