Powered By Blogger

20100722

შემთვრალს უფრო მეტად,  უფრო ხშირად,  უფრო მძაფრად მენატრები, მინდები ..

20100708

მე მოვედი შორიდან . . .

მე მოვედი შორიდან.......
დიდხანს მიწია სიყვარულმა და მოვედი. . 
ქვა-ღორღლიან, ყვავილებიან, ხანაც თოვლიან ბილიკზე მივლია თურმე რამოდენიმე წელიწადი და მოვედი .


მრავალფერათ აფეთქებული დამხვდა ტყემალი....
ტყემალს რო თეთრი ყვავილი აქვსო? - შემისწორებს მცოდნე და არ გაემტყუნება..
ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის იღვრება მრავალ ფერად...
ხომ ხდება ასეე??? ხოდა ჩემთვისაც მოხდა ერთხელ...
მხოლოდ ერთხელ... 


მერე დამემალა, გაცივდა, გაშრა და აორთქლდა, ვიდრე თვალიდან გადმოღვენთილი სითხე ლავიწის ძვლამდე მიაღწევდა....
მერე მისი მხურვალება კისერში ჩაიპარებოდა და იქ ჩუმათვე აორთქლდებოდა აცახცახებულ გულამდე მისული......


მანამდე კი... მანამდე იყო გზა....


ათასჯერ დიდი და გრძელი...
მარა მოვედი...
მოვედი მთვარიან ღამით. . . .  და წმინდა გულით ვთქვი რო გეძებდი..
და აღელვებით,  ქართულად გითხარი ,  რომ "ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი.. "


მერე ათას ერთხელ მეგონდა რო გავიგე შენი ყველა სითყვა ჩემად , ჩემთვის , ჩემო....
ათს ერთხელ ვისუნთქე უკვე ნასუნთქი ჰაერი ტკბილად....
ათას ერთხელ გამაოგნა დღის დაბადებამ და კდომამ კვლავ სიცოცხლისთვის ...
და ღიმილმა გამაოგნა, მანამდე არ ნახულმა,  არგანცდილმა,  ხშირმა ღიმილმა დილაობით...
და დაწოლის წინ შენზე ფიქრმა გამაოგნა...
ათას ერთხელ განცდილმა მონატრებამ და პირველმა ცრემლმა გამაოგნა.. 
თვალიდან კი არა გულიდან წამოსულმა......




და იყო..
... იყი მიწა უსიერი ტყით დაფარული,  ალაგ-ალაგ დამსკდარი მიწაც იყო,  გახურებულ უდაბნოში  ჰორიზონტათ დამთავრებული...
იყო მზე ვარსკვლავებით გარშემორტყმული და მთვარეც იყო ,  არა ერთი- რამოდენიმე ..
დიდი და ლამაზი ღამე იყო,  ესეც არა ერთი ..... 




 და იყო ჩრდილი.... ორი...... აქედან და დარუბანდამდის..... 


 იყო მანამდის, სანამ  ცრემლი მიაღწევდა ლავიწის ძვლამდე და წახვალ ინგლისურად - უხმოდ და სიტყვების დაუფანტავად ..............