Powered By Blogger

20100829

მერეე ....

თავიდან მეშინოდა.. მეგონა შენი ვეებერთელა სიყვარული შემაშინებდა ..
რომ შეუძლებელი იქნებოდა მუჭისხელა გულში შენი დატევა ..
.................................
მერე ...


მერე
პირველად ჩაგიკარი გულში ...
ისე მიცემდა გული შემეშინდა საკუთარი გრძნობის ..
შენც გიცემდა ..
 შემეშინდა რო მოვიდოდა დრო და ერთხელაც ვეღარ მოვისმენდი ამ მხოლოთ ჩემთვის გულისცემას ..


მერე ...
მერე იყო იისფერი დღეები..
იისფერ ნისლში გახვეული , ფერადი ფერადი ...
ფერები, ფერები იყო ბევრი და ღიმილი იყო კიდე ...


სიყვარულის ფერები იყო .. ბევრი ბევრი  და ...



და მერეე ???


მერე, ათასერთხელ იწვიმებს ჩვენს ფანჯრებთან ...
ათასერთხელ შეგვაწუხებს ქარი ...
ათასერთხელ მოვა შენი ღიმილი სიზმრებში ..
ათასერთხელ ჩაცურდება ცრემლი ლავიწის ძვლამდე
და
ათასერთხელ ვიგრძნობ მონატრების ცრემლისფერ გემოს ...






მართალია არასოდეს მითქვამს მისთვის როგორ ძლიერ მიყვარდა ..
ეს ისედაც იცოდა ...

20100821

დამეწერინა ...!!

აი უკვე რამდენი დღეა შემოვდივარ და გავდივარ, შემოვდივარ და გავდივარ,  დაუწერებლად, უემოციოდ, უგრძნობლად ... 
რა უკვე ემოციების დეფიციტი მჭირს  თუ რა ჯანდაბაა ? 
მარა არა ! 
არ მჭირს დეფიციტი.. უბრალოდ ჩემი ემოცია ცრემლად იქცევა ხოლმე და სადღაც კისერთან არ მისული ორთქლდება და ქრება.. მარა დღეს შემოვედი რო თავს დავატანო ძალა, ვაიძულო ეს ოხრად დასარჩენი ეგრედწოდებულნი კლავნი ჩემნი, რომ აამოძრაონ თითნი მათნი და წერონ .. 
დიახაც ! 
მეწერინება და უნდა ვწერო ..

ხოდა ვწეერ კიდეც ! 
ცრემლად ქცეული ემოცია რაღააო იკითხავდით ალბათ....

 აი როცა გინდა რო იყვირო. მთელი არსებით იყვირო და გააგებინო ყველას ..... როცა გინდა რო წამი გაჩერდეს და არ შეგიძლია....  როცა გინდა რო იყოს და არ არის ....  როცა უმისობას გაიფიქრებ და გზარავს ....

მაშინ ეს ზემოთ ნახსენები ცრემლადქცეული ემოცია გადმოვარდება ხოლმე თვალებიდან, მთელ ლოყას ჩაივლის და ქრება, უსიტყოდ ქრება.........

აი ამიტომ აღარ მეწერინება ხოლმე, სრუტუნით და სლუკუნით დაწერილის დედა ვატირე მე..  მერე სულ მცხვენია ხოლმე ეს რა დამიწერია და რა დამიფაბლიშებიათქო ....

ხოდა ესთრე ჩემო ბატონო ... 
ყველამ გაგიგეთ რომ აღარ ვარ ძლიერი და რო ტირილიც ვიცი მე ... 


მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რა მატირებს ...


მე ხომ მსოფლიოში ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მაგარი შეყვარებული მყავს !!!!!!



20100815

კიდევ ერთი ნაბოდვარი ...

დიდი ხანია ვფიქრობ ვფიქრობ და აი დადგა ის დღე როცა ჩემს თითებს მივცემ გზას ფართოს და დავანთხევ ბლოგზე ყველაფერს რაც მღრნის და მჭამს ... 
ეხლა ვზივარ ჩემს ოთახში და ვებრძვი მოჭარბებულ ემოციებს .. აა ემოციური თუ ვიყავი არ იცოდიი?? არც მე ვიცოდი . რა გინდა აწი გვეცოდინება ..
რა ხდებაა? ?
რა ხდება და ვფიქრობ რომ უკვე ძალიან გავიზარდეთ ..დიდები ვართ . მე კი გუშინდელივით მახსოვს სკოლაში როგორ მივედით, რომ აგერ ქეთოს უკვე ქმარი და შვილი ჰყავს .. რო ვერასდროს ვიფიქრებდი უკვე ერთი თვის გახდა და მხოლოდ 2 საათით მყავს ნანახი , რო მე და ჩემი მეგობრები მასთან არ ვიქნებოდით მუცელი რო ასტკივდებოდა , რო მასთან ერთად არ გავიზიარებდით ამ სიხარულს და რო ამის შესახებ მხოლოდ  მეოთხე დღეს გავიგებდით ...


ვხვდები რო წლები ნელ-ნელა ცვითავს ჩვენს მეგობრობას, რო, შეიძლება ვაჭარბებ მარა რაღაც ვალდებულებაში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა, აბა რა, ჩვენ ხო 13 წელია დაქალები ვართ, 12 წელი ერთ მერხზე ვიჯექით... მე ქეთოს მხარზე თავმიდებულს მიტირია,  ქეთოსაცც დაუსველებია ჩემთვის მხარი
ინერციით გამოყოლილი მეგობრობა... 

გელი მწყდება რო დღეს უკვე თვეში ერთხელ 1-2 საათით ვნახულობთ ერთმანეთს და მთელი თვის ამბებს ამ ორ საათში ვტევთ, როცა ერთმანეთის ყოველი საათი ვიცოდით . რეაქციის გასაგებათ უკვე კითხვების დასმა გვჭირდება ერთმანეთისთვის როცა ერთი შეხედვით ვკითხულობდით აზრებს.
რო მე 1000 დეტალი არ ვიცი შენი ცხოვრების, და შენც ასევე, რო შეიძლება სურვილიც აღარ გაქვს ყველაფერი მომიყვე და გამინაწილო, იმიტო რო ჩემი ადგილი სხვამ შეცვალა, ეხლა სხვას ესმის შენი უსიტყვოდ, შენი მიმიკებიდან კიდე მთელი სიტუაციის გაგება შეუძლია... მე უკვე მოვიკოჭლებ მაგაში.. შენ შეიცვალე, მეც შევიცვალე ალბათ.... 
უკვე მიკვირს შენი მესიჯი, გუშინ რო დამირეკე ვაფშე გავოცდი, რამდენი ხანია პროსტა მოსაკითხად აღარ შევხმიანებივართ ერთმანეთს?! მე მეშინოდა, ყოველთვის მეშინოდა რო ეს დრო დადგებოდა, რო სხვა ჩამანაცვლებდა შენს ცხოვრებაში, პირველი კლასიდან მეშინოდა, გაცნობის დღიდან, და ეს იმიტო არა რო მე ძალიან და უაზროდ და უსაზღვროდ ეჭვიანი ვარ, აი მეშინოდა და ვსიო. შენ კიდე ვერავინ ჩაგანაცვლებს ჩემს ცხოვრებაში... ყოველთვის შენი ყველაზე მეტად გამიხარდება და ყველაზე მეტად მეწყინება, ყველზე მეტად შემტკივა გული შენზე, შენს შეცდომებზე ყველაზე მეტად გავბრაზდები და შენი წარმატებით ყველაზე მეტად ვიამაყებ, და ეს იმიტო არა რო 12 წელი ერთ მერხზე ვისხედით და 13 წელია დაქალები ვართ, რო შენი მეგობრობა ინერციით მომდევს... 
დღეს სიზმარში გნახე .. ალბათ ამიტომაც ვწერ .. 
არც კი ვიცი ოდესმე თუ წაიკითხავ ამას .. შეიძლება წაიკითხო კიდეც და გაიცინო. აი უბრალოთ გაიცინო და ჩათვალო რო ნაბოდვარია ეს ყველაფერი და ჩემს ეჭვიანობას მიაწერო. ალბათ დამირეკავ კიდეც და მეტყვი შენ ... ? მე გიპასუხებ რო არა .. არ მაქვს მეთქი .. ან შეილება გიპასუხო რო ემოციებს ავყევი და ბოდიშიც მოგიხადო .. რა მოხდა მერე რო ერთმანეთი კბილებითღა მიჭირავს? რა მოხდა რო შეიძლება თვეში ერთხელ გაგახსნდეს ჩემი არსებობა? რა მოხდა მერე რო შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დრო და ფაქტები ჩემთვის არ გაგიზიარებია..
არა არც არაფერი .. მე ხო ისევე მიყვარხარ და იმავე სიყვარულით ვწერ ამ ყველაფერს ..
ყოველთვის შეგიძლია მოხვიდე.. ყოველთვის ისევე მიგიღებ, ისევე გამიხარდები, ისევე დაგეხმარები როგორც ამას 1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12 წლის წინ გავაკეთებდი.. შეილება უფრო მეტათაც კი ...


არა არ გსაყვედურობ, არსოდეს ! უბრალოთ მინდა რო იცოდე რას ვგრძნობ და რას ვერ გეუბნევი იმიტო რომ სათქმელი არ შემაწყვეტინო .


აი ესე, დაგცოფე და დაგანთხიე ბოღმა! მარა ეს იმიტო რო მე ყველაზე საყვარელი ეგოისტი ვარ მსოფლიოში, და ბოღმისგან გული რო არ გამისკდეს, აუცილებელია შენი წილი გაგიზიარო!!!! 




და ისაა... 
მე შეყვარებული ვარ პირველათ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემიძლია ეს გითხრა .. !!!!!

20100810

ცოტაღა დარჩაა...

ცოტაღა დარჩაა ..

შუბლზე კოცნა ყველაზე სუფთა ,  წრფელი  და წმინდა მგონია რატომღაც  ...