Powered By Blogger

20110126

19 წელია და ჯერ ისევ ვზივარ


ათას რამეს ვაკეთებ


და მაინც ვზივარ


გავივლი


გამოვივლი


ვზივარ


გულზე ხელების შემომიკრებია


კი არა და


გადამიჯვარიდენებია


და


ველოდები როდის შევიცვლები...


როდის გადავსხვაფერდები


დრო გადის


მიდის მოდის


იქავე დგას


და


მცვლის


მცვლის


მასხვადასხვაფერადებს


და


მარწმუნებს


რომ


ყველაფერი გავლადია




ჰხოდა ასე


ეტაპ ეტაპ


ნაბიჯ ნაბიჯ


წამ და წამ


თვალ და თვალ


ცხვირ და ცხვირ


პირ და პირ


ადამიანი ხდება


იმად


რითაც ადამიანი


ყველა სხვა


არაადამიანზე


უფრო


არააადამიანურია...




მეერე იწყება გახსენება


რომ


მე ამას ვერ წამოვიდგენდი


რომ ადრე სხვანაირად იყო


რომ ნუთუ ეს მე ვარ


მერე ზიხარ


ზიხარ


ზიხარ


დადიხა  და მაინც ზიხარ


წახვალ


წამოხვალ


და


მაინც ზიხარ


და


ელი


ელი


ელი


გულზე ხელებ ზოგჯერ არც კი გადაჯვარედინებული


როდის დაიბადები თავიდან


როდის შეიცვლები


როდის გადასხვაფერდები


ანუ


ისევ ისეთი გახდები


როგორიც იყავი....






მიწა იყავ


მიწად იქეც




ქვა იყავ


და


ქვად იქეც




არაფერი იყავ


არაფრად იქეც......






როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ის


რაც არ აქვს?




როგორ


და


ასე




ზოგჯერ ფიქრობ 


იქნებ არც არსებობსოოო


აი რამდენჯერ მიფიქრიაა


ამის მტკიცებულებები რო არ არსებობდეს


დღესაც ჩემი გამოგონილი მეგონებოდა




უემოციობაც ხომ ემოციაა




სიცარიელე


წარმოშობს


სისავსეს


მერე ხვდები რო არც ისეთი ცარიელი ხარ


როგორც გეგონა


და


ალბათ აღარც არის საჭირო


იმის თქმა




შეიცვალე


20110125

!

ადამიანები ჩვენით ჩვენს სტერეოტიპებს ვქმნით
ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ ცუდსაც
მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო კარგ წარმოდგენებს ვიქმნით
და ასევე ხშირ შემთხვევებში ეს კარგი წარმოდგენები არ ამართლებენ ზუსტად..


საკმარისია ერთი ღიმილი, და ჩვენ უკვე გულწრფელ ღიმილს ვაწერთ
ერთი ტკბილი სიტყვა და ზეცაში აგვყავს


გვგონია ყველას გული წმინდაა
ყველა სიტყა გულიდან მოდის
ტყუილის გარეშე
გვგონია გვერძე გვყვანან .
გვგონია ვუყვარვართ ისე როგორც ჩვენ გვიყვარს
გვგონია მათთვის ერთადერთი ვართ და ყოველთვის პირველები


მაგრამ ოდესმე მაინც დგება ის მომენტიც როცა ყველაფერს რეალურად დავუხვდებით ხოლმე წინ
ეს სტერეოტიპები იმსხვრევა გაუმთელებლად და მაშინ ხვდები, რომ ყველაფერი შენ გამოიგონე და შენივე გამოგონილ სამყაროში აცხოვრებდი




გრძნობ ტკივილს
იცვავ სიცივეს ..
იმ ბავშური ემოციებისაც აღარ გჯერა ..


მარა , ეს იმას არ ნიშნავს რო აღარ გიყვარს, ან ცხოვრება დამთავრდა ..
ეს  იმას ნიშნავს, რომ გაიზარდე 

20110123

2011 წელი


24 იანვარი ...


თიკო ისევ ცოცოხალია ...



20110121

პარადოქსულია, მაგრამ ბავშობიდან ვიცნებობდი ეჭვიანი შეყვარებული მყოლოდა ... გასაკვირია მარა მასეა..
და ბედნიერი ვარ რო ეს ოცნება ამიხდა .. 
  
ეხლა მარტო მე არ ვეჭვიანობ ყველაზე და ყველაფერზე .. :)

20110119

მინდა სეთი ხატვის ნიჭი მქონდეს რო ჩემი ქალაქი დავხატო ..
მხოლოდ სითბოსი და სიყვარულის ფერში ...
სადაც არ იქნება გამომშრალი საათები და იქ სადღაც , ნისლისფერი სამყაროსგან მოშორებით, იქნება ჩემი საკუთარი ქალაქი,
ქალაქი რომელშიც სუნთქავენ მე და შენ და ყველა ფიქრი იისფერია ...



20110117

გამოცდებიიიიიიი :@

ჰოო გამოცდები და გამოცდები .. საშინელებაა .
მე სტუდენტი ვარ და ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სეზონში 4 კვირა უნდა ვინერვიულო ერთდროულად მიკრო და მაკრო ეკონომიკაზე, ფინანსურ აღრიცხვაზე , ეკონომიკის აზრის ისტორიაზე და ვიმახსოვრო ეკონომისტებისა და საზოგაო მოღვაწეების სახელები და დაბადება გარდაცვალების თარიღები , ვისწავლო ინგლისურად ისეთი სიტყვები რომლის ქართული თარგმანიც კი არ მესმის ; გადავიღო იმდენი ქსეროქსი, რომ ნაბეჭდი ტექსტი შემძულდეს და გადავიღო არა იმისთვის, რომ ვისწავლო, არამედ იმისთვის, რომ მშვიდად ვიყო (ვისწავლი, ქსეროქსი ხომ მაქვს); გავათენო ღამეები, ვწყევლო ჩემი თავი (გესწავლა რა აქამდე, რაღა ბოლო მომენტში გახსენდება),  დავწერო ბევრი და ბევრჯერ, მერე კი გულისფანცქალით დაველოდო ქულებს. საშინლად ზარმაცი ვარ. ეს სიმართლეა. ზარმაცი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მაინც მოვასწრებ ყველაფრის სწავლას და ვასწრებ კიდეც, ოღონდ ისე არა, როგორც მე მინდა.
 ზარმაცი ვარ, რადგან ქართველი ვარ და კიდევ ათასი მიზეზის მოყვანა შემიძლია. პრინციპში ის, რომ დანარჩენ მიზეზებს არ ვწერ, ასევე სიზარმაცეა.
  გამოცდები ნიშნავს  ნიშნავს კალმისგან დარჩენილ წერტილებს ხელისგულებზე. გამოცდები ნიშნავს ამოღამებულ თვალებსა და დილას საუზმის გარეშე. გამოცდები ნიშნავს წიგნების დომხალს ჩემს მაგიდაზე და  ქსეროქსებისთვის დაცარიელებულ საფულეს, გამოცდები არის სისასტიკე, რომელზეც ხელი მოვაწერე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე.


და ეხლა რო ვზივარ და აქ წერ, რადგან მიზეზი მქონდეს არ სწავლის, რომ მერე ჩემს თავს ვუთხრა დიდი ხანია არ დამიწერია და ხო უნდა დამეწერა დრო ხო ფუჭად არ გავატარეთქო ეგეც სიზარმაცეს ნიშნავს , რადგან 64 საკითხიდან მარკეტინგში მხოლოდ 7 ვიცი ,,


 მაგრამ ამ გამოცდისწინა საშინელი დღეების მიუხედავად, მე ვითხოვ ბევრ გამოცდებს ... უნდა მოვთვინიერდე !

მინდა რამე ისეთი ..

ზღვაზე ხიდი და ცაზე კიბე_  არც ერთი მჭირდება და არც მეორე. მე მინდა რამე ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას გახდიდა გაცილებით საინტერესოს, ვიდრე  ახლა არის.
  პირადი ამინდი_  იღვიძებ, იყურები ფანჯარაში. ამინდი არაა. არანაირი ამინდი არაა. არ ანათებს მზე, არც წვიმს, არც ცივა, არც ცხელა. იღებ პულტს და ირჩევ  სასურველ ტემპერატურასა და ამინდს,  მერე კი მთელი დღე დადიხარ შენი ამინდით. ქუჩაში მოძრაობს  ხალხი და ჩაცმულობისა და ტანსაცმლის მდგომარეობით ხვდები, ვინ რა ამინდი აირჩია. მოდის გოგონა,  სველი თმა აქვს და ქოლგას არაფრის დიდებით არ შლის. ეტყობა, წვიმაში სეირნობა უყვარს. შენ კი მხრებზე თოვლის ფანტელები გაყრია. კარგია. ძალიან კარგია.

20110116

მომკალი და
მინდი ხარ და
ბინდი ხარ და
ვგიჟდები.
როდესაც
მაგ თვალებით
გვერდით ჩამომიჯდები.
ნიკაპზე და
კისერზე და
ტუჩებზე და
ყურზე,
კერტებს როგორც
შემოდგომის
დამწიფებულ
ყურძენს

ტუჩებით და
თვალებით და
ენით
ხერხემალზე აყოლებით
და მსუბუქი
კბენით

ნიკაპზე და
კისერზე და
ტუჩებზე და
ყურზე...
კერტებს როგორც
დამწიფებულ ყურძენს
ისე ვუმზერ






დავწვები,..ავდგები ... შენი თვალები სევდით სავსე,ნაღვლიანი სულ მახსენდება....მინდა დაგიკოცნო,დარდი გაგიქარვო ...ხელი არ მიწვდება....დიდი მანძილი მაშორებს,ხელთმეწიფება,...მოვა დრო,დაბრუნდები და ეგ ყველაფერი მოგონებად იქცევა . . .

20110112

20110105

erotic dream

სიზმარი ჩემი მეტაფიზიკური მოგზაურობაა..
ალბათ ყველაზე ავადმყოპურ სიზმრებს მაშინ ნახავ როცა მთვრალი ხარ და თვალდახუჭულზეც კი ყველაფერი ტრიალებს 
მაგრამ როცა ცხადად ხედავ ყველაფერს , ასეთი სიზმრები არასდროს გავიწყდება




ვდგავარ ოთახში, თვალებზე შავი სახვევი მაქვს ახვეული, მე არ ვარ მე.. ჩემს თავს ვუყურებ შორიდან (სიზმრისმხედველის პოზიცია)
ის კი ჩემს წინ დგას.. მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე ახლოს მეც კი არ ვარ ჩემთან ..
ვსწავლობ მის სახეს, ნაოჭებს, ცხვირს და ტუჩებს, ძალიან უცხოა
ვიწყებთ ერთმანეთის  სწავლას..
მისი ხელები ჩემს სახეზე, მისი ხელები ჩემს ყელზე, მისი ხელები ჩემს მკერდზე, მისი ხელები უფრო ქვემოთ..
ჩემი ხელები მის სახეზე, ჩემი ხელები მის ყელზე, ჩემი ხელები მის მკერდზე, მის სხეულზე
მერე კი ვიწყებთ ერთმანეთის გახდას..
ვხდით აუჩქარებლად, ნელა, დინჯად..
მე არ მადარდებს, რომ ის უკვე გაოფლიანდა, მას არ ადარდებს, რომ მე დავსველდი
ჩვენ ისევ ვხდით… ახლა შიშვლები ვდგავართ და ვიწყებთ გახდას კანისას..
ჩემი სველი ხელები ხდიან მის სველ ხელებს…
და ჩვენ ვშიშვლდებით..
მე ნელ-ნელა ვქრები, ისიც ნელ-ნელა ქრება..
გავიხადეთ ყველაფერი უკვე.
თუ სული არსებობს, მხოლოდ ის დარჩა.
და ტკივილი..
ახლა ორივეს გვტკივა გახდილი სხეულები, რომლებსაც ისევ უნდათ ერთმანეთი და ისევ სველდებიან
ჩვენ კი ვართ და ახლა ერთმანეთის სულებს ვეხებით..
შავი სახვევები ძირს გდია.
ახლა ყველაფერს უკეთ ვხედავ..
და მეღვიძება

ხომ ვთქვი, სიზმარი  მეტაფიზიკური მოგზაურობაა.


20110104

კარგად გამოიყურებიო , მარა ადრინდელი თიკო აღარ ჩანს შენს თვალებში, მე ვერ მომატყუებ, რამე მოხდაო .. 
არაფერი მეთქი ( არ მომიტყუებია , ერთი შეხედვით რო გადავხედო მართლაც არაფერი მომხდარა.)

არც მოვატყუებდი ის თითქმის მამაჩემზე უკეთესათაც კი მიცნობდა , მთელი 8 წელი ყოველდღე ვლაპარაკობდით. მერე როგორც ჩიტები ფრინდებიან ხოლმე დედის გალიიდან იე გავფრინდი და მისკენ აღარც კი მიმიხედავს ( მცხვენია ამას რო ვწერ) მარა რაოდენ სამარცხვინოც არ უნდა იყოს სინამდვილე მასეთია. დღემდე არ მიმიხედავს მისკენ.. დღესაც კი ორივე ფეხის უკან თრევით შევედი დარბაზში.
ჩემი მასწავლებელი პირველად 35 წლის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში. რაღაც საერთაშორისო გამოფენისათვის. მერე წავიდა, იქ სახლი გაყიდა და ისევ ჩამოვიდა. ბევრ რამეს აკეთებდა ერთდროულად:  წერდა, ხატავდა, პერფორმანსებს დგამდა.. ყველაფერი, რასაც ქმნიდა, სიგიჟესა და სტრესს ეხებოდა. საქართველოც ამით იზიდავდა_ ,,ქვეყანა კი არა, საექსპერიმენტო სივრცეა”_ ამბობდა ხოლმე ღიმილით, _ ,, სტრესის საკვლევი ნამდვილი არტ-ობიექტი…”

ისეთი დიდი ოვაციებით ლაპარაკობდა მეც შემაყვარა ყველაფერი ქართული .. ყოველთვის მიხაროდა ხოლმე ხატვაზე მისვლა. იქ მარტო კი არ ვხატავდი, მისი საუბრის მოსმენაც მსიამოვნებდა.ყოველთვის მაინტერესებდა საიდან იცოდა ამდენი. 2 წელი მაინც იქნებოდა რაც არ მინახავს

- შევიცვლებოდი აბა რა . უკვე დიდი გოგო ვარ- დიდი? ( გაეღიმა ) 2 წლის წინათაც დიდი იყავი, მაგრამ ბავშვის სული და ღიმილი გქონდა. რატომღაც ბოლომდე მასე იქნებოდა მეგონა
ვერ მიგიხვდით მეთქი ვუთხარი
- ეხლა სევდიან ღიმილს და თვალებს უფრო ვხედავ , იმედია მარტო დღეს ხარ ასეთ ხასიათზე და მაგის ბრალია თინათინ (თიკო არასდროს დაუძახია ჩემთვის)

- ხო, დღეს მართლაც ხასიათზე ვერ ვარ დილიდანვე, აქაურობამაც იმოქმედა.- ყველაფერი ძველი სევდას აღძრავს როგორი საყვარელი და საძულველიც არ უნდა იყოს იგი ( სუ ქარაგმებით ლაპარაკობდა, პირდაპირ არასდროს იტყოდა სათქმელს) ბოლოს მკითხ
_ რამდენი ხანია წიგნი არ წაგიკითხავს ან არ გიხატია?აღარ მახსოვს მეთქი ვუთხარი, და დროის უქონლობას დავაბრალე. თან შემცხვა და გავწითლდი.


ბევრი ხალხი იყო გამოფენაზე, ბევრი ძველი ნაცნობი , ბერიც უცნობი. ყველა ერთმანეთს ათვალიერებდა..

-ერთმანეთის საყურებლად უფრო არიან მოსული რო ხვალ სალაპარაკო ქონდეთ ვის რა ეცვა და ვის რა ფასიანი ( ეს მითხრა და გაიღიმა თავისივე ნათქვამზე ) არა და ჩვენ ხელოვანები რამდენს ვწვალობთ რო სხვებსაც ვაზიაროთ ჩვენივე განცდები


რაღაცნაირად გულზე მომხვდა მისი სიტყვები..

მაგრამ შენ სუ სხვანაირი ხარო მითხრა.. მესიამოვნა ვიგრძენი ..რატომ მკითხეთ წიგნზე და ხატვაზე მეთქი ვკითხე..

- დაიმახსოვრე.. ყველაფრისგან აზრი უნდა გამოიტანო შენთვითონ და მერე დაივიწყოო მითხრა..

ცოტა ხანი ჩუმათ ვიყავით ..

-მე ხან ვწერ ხოლმე ( ვუთხარი )
-წეერ ? რას წერ ? რაზეე? 
- მე მივხვდი რატოც მკითხეთ კითხვაზე და ხატვაზე.. გგონიათ რო ყველაფერს შიგნით ვმარხავ და ამიტომაც დაინახეთ ცვილილება ჩემს თვალებში?
ეს ვუთხარი და დარწმუნებული ვიყავი რასაც მეტყოდა და ზუსტად მასე რო მითხრა გამეღიმა.. მივხვდი რო ისევ ისეთი იყო
 შენი თვალები მაინც ლამაზია რაც არ უნდა სევდა გქონდესო .. ვიცოდი დაახლოებით მასე მეტყოდაიმედია
 ოდესმე წამაკითხებო.. 
აუცილებლად მეთქი ვუთხარი ..
ქართველ სტუდენტებს ვაკვირდებიო მითხრა. მათი სრული უმრავლესობა ინერციით ცხოვრობს_ ინარჩუნებს უძრაობის ან თანაბარი მოძრაობის მდგომარეობას, სანამ გარეშე ძალა არ შეაჯანჯღარებსო ..
 ვერ მივხვდი რატომ თქვა არაფერი ვითხარი..


 კარგა ხანი ჩუმად ვიდექით კიდე..

ძალიან გიყვარსოო მკითხა , თან ისე რო არც შემოუხედავს ჩემთვის..

არ ველოდი. რამოდენიმე წამი ვერაფერი ვუპასუხე ..



თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე და მეთვითონ ვიგრძენი როგორ გამინათდა სახე..
თავზე ხელი გადამისვა და ყველაფერი კარგად იქნებაო მითხრა..


ცრემლები ძლივს გადავყლაპე..


გამოფენის მერე გარეთ გავედი. გაგაცილებთო შემომთავაზეს მარა რამოდენიმე მიზეზი მოვიგონე და მარტო წამოვედი. ფიქრი მინდოდა
დავდიოდი ქუჩებში და ვფიქრობდი.. საათს ბოლოს რო დავხედე თერთმეტი ხდებოდა.. 
ნაბიჯებს ავუჩქარე და სახში წამოვედი 40 წუთი გასულიყო უკვე და მესიჯს ველოდებოდი


ცოტა გვიან მომწერა და ცოტა ვილაპარაკეთ .. არ შმეძლო ლაპარაკი ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მეც არ ვიცი რატო და დავიძინებთქო ვიფიქრე.. გამოვრთე, ძილი ვცადე მარა საათს რო დავხედე 4 ხდებოდა.. 
კიდე ვფიქრობდი თურმე, მარა მაინც ვერ მივხვდი რატომ ვკარგავთ ადამიანები ერთმანეთს