Powered By Blogger

20110430

 საინტერესოა ვინ მოვა, ვინ არა, ვინ ვერა.. იქნებ იმიტომ რომ არ ეცლება.. ვინ ვერც კი გაიგებს, იმიტომ რომ შორს ვარ , ვინ იქნება ჩემს გვერდით სულ ბოლოს,  ვინ ხელს არ გამიშვებს , ვინ ჩამეხუტება , ვინ იტირებს , ვის გაეხარდება , ვის დააკლდება სულ სულ ცოტა მაინც ..  თუნდაც ერთი ნამცეცის ხელა .. ვინ არ ინანებს რომ იცნობდა , ვინ იტყვის კარგს, ვინ ცუდს ..  თუმცა ეს უკვე აღარ იქნება საინტერესო , სიტყვები ხომ გრძნობებს ვერ გამოხატავენ .. ვინ არასდროს დაივიწყებს , ვის კი დაავიწყდება , დაავიწყდება წლების შემდეგ ..
ცხოვრება ხომ ისევ გრძელდება ..
 ვინ შემომხედავს და იტყვის პირი არ შეურცხვენია , ვინ პატიებას მთხოვს , ვინ თვალი თვალში გამიყრის .. თუმცა მე ხომ თვალები მექნება მაშინ დახუჭული ...
მარა არ მოვკვდები .. უსასრულობას გავყვები მხოლოდ  ...

20110422

. . .

ხშირად ვხუჭავ ხოლმე თვალებს ..
გუშინაც დავხუჭე და წარმოგიდგინე
ამ ბოლო დროს სულ გაფერკმრთალდა ყველაფერი...
თითქმის გაწყალდა და ჰეარის ფერი დაედოო.
ძლივს ვარჩევდი შენს სილუეტს, მეშინოდა სულ არ გამქრალიყავი
ჩანს, ან თავს ვიტყუებ ჯერ კიდევ ჩანს მეთქი ..
მხოლოდ მანდღა მყავდი და არ მინდა მანდაც დაგკარგო
გუშინაც ყველა სურათი და მესიჯი გადავათვალიერე ჩვენი
ვგრძნობ, რომ მიახლოვების ნაცვლად უფრო და უფრო შორდება ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთს ..
არ მინდა მხოლოდ წარსულით ვიყოთ ერთად
მინდა დღითი-დღე მეტად მიყვარდე, გრგძნობდე და დამოკიდებული ვიყო შენზე
შენც მასე იყო მინდა ..
მარა სულ სხვა და სხვა გავხდით ..
"ჩვენ" გაიყო "მე და შენ"-ად
თურმე უკვე დიდი ხარ და ლაწირაკივით აღარ უნდა გეხუმრებოდე, თურმე უკვე უნდა  ვარჩევდე რას გეტყვი და რა შეგეფერება და კიდევ სხვა და სხვა ფრაზები, რომლებიც უფრო და უფრო გვყოფენ..
აქამდე არ იყო ასე
უფრო ახლოს ვიყავით.........
შენ ალბათ შემოხვალ, ალბათ კი არა ვიცი რომ შემოხვალ, შეიძლება დღეს და ხვალ არა, იმიტომ რომ ძალიან მოუცლელი გახდი. ოდესმე შემოხვალ და გაბრაზდები ეს რა დაუწერიაო.
გაბრაზდები იმიტო კი არა რომ ვტყუი, იმიტომ რომ შენს თავსაც უმალავ ერთმანეთი კბილებითღა რომ გვიჭირავს ..
ალბათ დამირეკავ და მეტყვი რომ ავადმყოფი ვარ .. მეც ალბათ გეტყვი რომ ვარ და ეს ყველაფერი არ უნდა დამეწერა, და რომ მხოლოდ გრძნობებს და ემოციებს ავყევი და რომ ყველაფერი სხვაგვარათაა .. მაგრამ შეიძლება მაშინ ისე მოვაგატყუო შენც და ჩემი თავიც, რომ ორივე დაგაჯეროთ .. მაგრამ ახლა უბრალოთ მინდა რომ იცოდე რას ვგრძნობ და რას ვერ გეუბნევი, იმიტო რომ სათქმელი არ შემაწყვეტინო ...
ხვალ..?
ხვალ შეიძლება წაუკითხავად წავშალო ეს პოსტი , მაგრამ გულში მაინც დამჩება ამ ფიქრების კვალი
მინდა რომ შემოხვალ გვიანი არ იყოს და წაშლილი არ დაგხვდეს.
იმიტომ რომ ამას პირდაპირ ვერასდროს გეტყოდი ..


უკვე ვერც იმას გეტყვი პირდაპირ როგორ მაკლიხარ ...

20110411

მომეფერე რა...
შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!...
გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე...
მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...
ყელთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე... თვალები დამიკოცნე...
თითებით მომეფერე სახეზე!..
ტუჩები გააღიმე... გამაღიმე!...
ჩვენს გრძნობაზე ილაპარაკე, არ გაჩუმდე!...
გულთან მიმიკარი!... ისე მომეფერე... შენი ოცნება დამიხატე...
დამაბრუნე!....

წარსულში დამაბრუნე......
.

თორემ............... 

......თორემ შემშლის უშენობა.....


20110402

by my love ..

 me minda viyve shentan...


rogorc grublebi mzestan...


rom siyvaruli sinatle sitbo...


me sxvaze adre vigrdzno...


sul minda viyve gverdit...


tund romc aivsebi cremlit...


sheni tkivili gaviyo...


sul yvelaperi gagigo...


da am cxovrebas daudget medgrad...


yvelas da yvelapers gaudzlebt ertad...


qeba dideba bedniereba


natvra sizmari ocneba


yvela rom shenshi sheikribeba...


mze imaleba mtvare chaqreba...


dro ikargeba game tendeba...


da ushenobit gulshi bneldeba...


marto shens gverdze yopna...


torem xom damipara guli bindma...


shena xar chemi gulis dideba..


mets ver vinatreb sxva ar mchirdeba ...


love love love  .....

.....

გუშინ ვნახეე ..
მთელი ძალით გავიქეცი შესახვედრად
საზღვარზე ღობე იყო. 
მე აქეთ ვიდექი ის იქით
მხოლოდ ხელები გვქონდა ჩაკიდული და ისე ვგრძნიბდი როგორც ყოველთვის
არ გვილაპარაკია, მხოლოდ ხელები გვქონდა ჩაკიდული
ამდენი ხნის მერე კიდევ ერთხელ ვიგრძენი...
მერე მითხრა წავედიო..
მე მარტო ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიდიოდა


მხოლოდ ერთხელ გამოიხედა უკან და გაიღიმა


ვიგრძენი რომ გულში რაღაც ჩამწყდა
თვალები რომ გავახილე ცრემლებით მქონდა სავსე


სიზმარში მიტირია..