Powered By Blogger

20110505

- მე შენ მიყვარხარ!

- არა გჯერა?

- ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ…


მე შენ მიყვარხარ!

ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი.



- მე შენ მიყვარხარ.

- დამიჯერე რა.

- ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არა გჯერა ჩემი. მე კი…

მე კი, რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ.

ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ზოგჯერ მეშინია კიდეც, სიმარტოვისა მეშინია. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან



ბავშვივით წმინდათ მიყვარხარ 


ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა.  
ვიცი, რომ ისევ მოხვალ. 
იცი როგორ გელოდები


დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე, რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება…

ოღონდ 
დამიჯერე

დამიჯერე


მე შენ მიყვარხარ!