Powered By Blogger

20110620

წერილი 15 წლის თიკოს



"გამარჯობა თიკო. ვიცი დარიგებები დიდად არ გიყვარს მარა ეს ის მომენტია როცა უბრალოდ უნდა მომისმინო.. შენ გგონია რო უკვე დიდი ხარ , სინამდვილეში მასე არ არის. ოცი წლის რო გახდები მერე მიხვდები რა პატარა ვიყავიო და ისევ ამ დროს ინატრებ, ამიტომ არ გაიზარდო ჯერ.. მერეც გეყოფა .


მინდა ისეთი რამეები გითხრა რაც გამოგადგება მომავალში. თან ზუსტად ვიცი რო გამოგადგება..


პირველ რიგში გეტყვი, რომ რა სამყაროც გაქვს შექმნილი ცოტა ხანში ნელ ნელა გაიფანტება და თავს სულ უცხო სამყაროში ამოყოფ და ამის არ შეგეშინდეს. 


იზრუნე იმაზე რომ შენს ნამდვილ მეგობარს მაგრად ჩასჭიდო ხელი და არ გაუშვა.. იმიტო რომ ბევრი წავა და ამით გული ძალიან ძალიან გეტკინება


მარა უნდა შეეგუო რო ასე ხდება. შეეგუე, რომ იზრდებით და ყველა თქვენს გზაზე წახვალთ.


სკოლაში სიარული სულ ტყუილად არ გიყვარს, მაღლივში რო ჩააბარებ მერე მოგენატრება, ამიტომ იარე ყოველდღე.
შეგიძლია სწავლით თავი არ მოიკლა, იმიტომ რომ მაინც ჩააბარებ.. მარა იკითხე ბევრი !
მაღლივში, რომ ამოყოფ თავს მერე მიხვდები, რომ სულ ტყუილად თქვი უარი სამხატვრო აკადემიაზე.. მიხვდები რომ, მაგ შენს ეკონომისტობას გერჩივნა სადმე ფუნჯით ხელში დაგღამებოდა ..მარა მერე გვიან იქნება.. 
კარგი იქნებოდა 17წლის ასაკში მიმხვდარიყავი მაგას და არ დაგეჯერებინა მშობლებისთვის


ეხლა ვიღაცით ხარ აღფრთოვანებული მარა მალევე გული საშინლად გეტკინება, ამიტომ ჯობია რო ეხლავე დაიკიდო.. 19 წლამდე მაინც არავინ შეგიყვარდება. 
ეგეც შენდა უნებურად მოხდება. 
არ გენდომება მარა მაინც შეგიყვარდება. 
თავიდან ყველაფერი კარგად იქნება, ბედნიერი იქნები, მერე ბევრი რამ შეიცვლება. იქნება მომენტები როცა ინანებ.. ამიტომ სირთულეებისთვის აქედანვე მოემზადე.. სიყვვარული არც ისეთი ბედნიერებაა, როგორც ახლა მაგ წიგნში კითხულობ საწოლის გვერძე რო გიდევს.. (დანამდვილებით აღარ მახსოვს რა წიგნი დევს მარა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რო დევს და რო სიყვარულზეა)
აქედანვე დამპირდი რო გადაეჩვევი ღამ-ღამობით ქვითინს და ძლიერი გოგო იქნები ..


იქნება მომენტები როცა სულ მარტო აღმოჩნდები მიუხედავად იმისა, რომ ახლა მილიონი ადამიანი გყავს გარშემო.
ამიტომ ახლავე გეუბნევი რომ არ გაგიკვირდეს
მაგას სხვა ადმიანიც გეტყვის და თავს ისე დაიჭერ ვითომ არ გჯერა. მარა ხო უკვე გითხარი და გეცოდინება აწი..


ეხლა რომ ხალხი გიყვარს და გენატრება ეგ რა არის.. მონატრება და სიყვარული მერე ნახე შენ ..
სულ ეცადე რომ კარგი გოგო იყო , მთავარი არ არის რას იფიქრებს ხალხი, მთავარია ღმერთთან იყო მართალი.. სხვა ყველაფერს ყურადღება არ მიაქციო , დაგტანჯავს ..


ბევრი ჩხუბის და გულის ტკენის შემდეგ , მაინც გექნება იმედი რომ ყველაფერი გამოსწორდება .. მიუხედავად იმისა რომ ყოველი დღე უფრო და უფრო დაძაბული გექნება .. ყოველი დღე მეტად გაგიჩირდება მარა იმედი არ დაკარგო..


გულზე ძალიან იმოქმედებს , ამიტომ მანდედანვე რო მიგეხედა კარგი იქნებოდა.. მერე აღარ მოგიწევდა ექიმებთან სირბილი .


მერე ყველაფრისგან გულ ნატკენი და განმარტოებული შენს 15 წლის მეს წერილს მიწერ იმ იმედით, რომ რამის შეცვლა იქნებ შეძლო.. და მერე ბლოგზე დააშეარებ.. ეგ იქნება კიდევ ერთი სულელური ნაბიჯი რომლის შეცვლა იმ წამსაც შეგეძლება მარა არ შეცვლი, მაინც დააშეარებ და თვითონაც არ გეცოდინება რატომ.


მერე აღარ ვიცი რა მოხდება..


ხო და კიდე იმასაც გეტყვი ბარე... 


20 წლის მერე რომ გეგონა ცხოვრება მთავრდებაო არ დამთავრდება და წინ ბევრი რამე გექნება გასავლელი და გადასატანი.. ამიტომ ყოველთვის შეგიძლია ყველაფერი შეცვალო და დამპირდი რო ძლიერი გოგო იქნები და 21 წლის ასაკში შენს თავს თვალცრემლიანი წერილს აღარ მისწერ .., 

20110615

ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ ბლოგზე..
დღეიდან აღარავის მივცემ უფლებას თავის ბინძური ხელები აფათუროს ჩემს სულში !

20110611

....


ჩემს ახლობელს, 19 წლის ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....


ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა.
მშია შვილო... მე ბოლო ორი ლარი მივეცი.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე. გარდაცვლილი დამხვდა. ერთი კვირის მერე უპოვიათ მეზობლებს.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში, ნაძვის ხესთან, წერილი დევს: "თოვლის პაპა, ისეთი წამალი მომიტანე, რომ მოვრჩე."
-ეს, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი, ყველასი ერთად!
..................
მრცხვენია, უფალო.

20110606

თანდათან უფრო და უფრო მემატება ეს სიცარიელე
და ვგრძნობ რომ აღარ შემიძლია