Powered By Blogger

20110319

...ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა უფლისწულმა, სასახლის ბაღში ამოსული ეკალბარდი ხმლით გაცელა, მიძინებულ მზეთუნახავს აკოცა და გამოაფხიზლა...

_ მერე?

_ მერე ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად.

_ მერე?

_ მერე ძილის დროა!





20110309

ყველაფერი იწყება როდის ?  
ალბათ მაშინ როცა ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული აღარ შეუძლიათ .  
ვისაც უყვარს ის არასდროს აატირებს 
არც მოიტყუება და არც სხვების შესახვედრათ გავარდება ვითომ და გულის გადასაყოლებლად..  


როდის ჩნდება ერთმანეთში ზღვარი ? 
მაშინ როცა აღარ გესმის და აღარ ესმის 
მაშინ როცა უყურებ და უცხოა ყველაფერი უცხოა  
მისი სიტყვა 
საქციელი 
ხმაც კი  
მაშინ როცა მანამდე უსიტყვოდ გესმოდა  


ალბათ აქ წყდება..  
ვერ კი არა.. არ აცნობიერებ რომ კარგავ 
არა და სინამდვილეში ერთ ძაფზეღა კიდია  


ამ ძაფს კი გაფრთხილების ნაცვლად .. ვჭიმავთ და ვჭიმავთ


იცი რას მივხვდი ?
სიყვარული არ ქრება უბრალოდ ის ადამიანი ქრება ვინც მასე გიყვარდა.. და მის ნაცვლად სულ სხვა , უცხო ადამიანი ჩნდება რომელშიც ჯერ კიდევ ცდილობ შენი სიყვარული იპოვო ..  


ვინც ამას შეძლებს კი გილოცავთ .. ასეიგი მას მართლა ყვარებიხარ

ვინც ვერა და არაუშავს .. ადამიანი შეცდომებზე სწავლობს ;)

20110307

დღეს 07.03.11 -ია


და


დღესაც არ ვიცი რა დავწერო ...




P.S ანუ ისევ ..( შემოვედი გავედი )