ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა..
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა . შორიდან ...
და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.
ვმშვიდდები - დროებით...
და ჭრელი ნაჭრებით დახუნძლულ ხესთან ვარ:
ალიხე, მალიხე, სალიხე...
და ოცნებებს ვახვევ ზედ
შემისრულდებათქო ვფიქრობ
და ღმერთმა შეგინდოს!
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.
სიბნელე...
სიბნელე!
სიბნელე!!!
იქნება
სულშიდაც გათენდეს,
ოდესმე მოხვიდე
იქნება!
და თვალებს ლეკვივით ამიხელს
მაგ ცხელი ტუჩების შეხება.
ხომ ხედავ, - მე გნატრობ:
და ჭრელი ნაჭრებით დახუნძლულ ხესთან ვარ:
ალიხე, მალიხე, სალიხე.
20110224
Subscribe to:
Posts (Atom)