Powered By Blogger

20101217

ფიქრი ნომერი: ბლა ბლა ბლააა

ისევ მოხვედი, მე კი წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გიყო. 
არ არის ამ ოთახში შენი ადგილი, არც თავში არ არის .. სამეცადინო მაქვს, სტუდენტური ცხოვრება მაქვს და ამ დროს შენ, მოხვედი აქ, 
ჯერ შორიდან დამიახლოვდი, მერე ტახტის კუთხეზე ჩამოჯექი მორიდებით და ახლა უკვე ყველგან ხარ, მთელ სახლში ხარ, მთელ ქალაქში ხარ. 
გუშინწინ მეგობრებთან ერთად არ მოგეწონა, ადრე გამომაქცუნე, იმის წინ საერთოდაც არ წავიდეთო გამომიცხადე, 
არავის ხუმრობა არაა სასაცილო, არავინ არაა საინტერესო, ყველაფერი მოსაწყენია შენი აზრით..

ღამე არ მაძინებ, 24 საათი ტვინს მიჭამ. რა გინდა???? როდის დაგპატიჟე???


რამდენიც უნდა გელაპარაკო მაინც არ წახვალ, ვიცი. იჯდები აქ და ყველგან,  სულ ყველგან გამომეკიდები აჩრდილივით. რამე უნდა მოგიხერხო, არ ვიცი რა. 
ჯერ ახლა მოხვედი და უკვე არ მომწონს შენი აქ ყოფნა. 
წადი, კარგი??? 

No comments: