Powered By Blogger

20110611

....


ჩემს ახლობელს, 19 წლის ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....


ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა.
მშია შვილო... მე ბოლო ორი ლარი მივეცი.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე....

ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე. გარდაცვლილი დამხვდა. ერთი კვირის მერე უპოვიათ მეზობლებს.
-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე...

ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში, ნაძვის ხესთან, წერილი დევს: "თოვლის პაპა, ისეთი წამალი მომიტანე, რომ მოვრჩე."
-ეს, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი, ყველასი ერთად!
..................
მრცხვენია, უფალო.

No comments: