Powered By Blogger

20100503

მე სწორეთ ის მიყვარს რაც იგიში იგიაა..:*

ვწრიალებ და ვერ ვისვენებ.. თუ ფეხზე ვდგავარ, დაჯდომა მინდა. თუ ვზივარ, ფეხზე დგომა მინდა.
თუ მივდივარ, გაჩერება მინდა. გაჩერებული თუ ვარ, წასვლა მინდა. სადაც ვარ, იქ ყოფნა არ მინდა. იქ მინდა, სადაც არ ვარ, მაგრამ როგორც კი მივალ იქ, საცა არ ვარ, უკვე იქ ვარ, საცა ვარ და იქ ყოფნა აღარ მინდა..

როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერების სიბნელეს სინათლით გაფანტავს, იგი ჩემს სხეულში შემოდის და მთელი სხეული სითბოთი მევსება..
ყველაფერს გაკვირვეის სუნი აზდის..
ყველაფერი მონატრების სუნში ეხვევა..
არ ვიცი რატო დგება სითბო სულში... თავში სიტყვების კორიანტელი ტრიალებს..
მე მის საამო სითბოში ვეხვევი და მე თვითონაც სითბოდ ვიქცევი.. 

ეს სითბო ყველაფერს მოედება.. ახლა ყველაფერი სითბო იქნება
ახლა ყველაფერი მე ვიქნები და ახლა ყველაფერი იგი იქნება..

როცა დღის თვალს ვუყურებ.. მე მიხარია იგი..
არ აქვს მნიშვნელობა რას ვამბობ..
ზოგრჯერ მისი სიტყვები ისე შრიალებენ როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რო დაუბერავს..
და როგორც გვალვიან ამინდში სანატრელია ნიავი ისეთი სანატრელი ხდება მისი სიტყვების შრიალი..

როცა მარტო ვარ.. იგი ჩნდება ჩემს სხეულში და მე აღარა ვარ მარტო..
მისი ლანდი ოდნავათაც არ ფერმკრთალდება..
პირიქით.. ძლიერდება და ძლიერდება ყოველ წამს..
როცა მისი სუნთქვა მესმის მგონია რომ, მისი სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთია და იგვეა..
რის გამოც მე ყველაფერში ვარ და იგიც ყველაფერშია....








No comments: