Powered By Blogger

20100517

მეც მინდოდა შენთნ..





დღეს სახლისკენ რომ მოვდიოდი, მზე ჩადიოდა ზუსტად მაშინ. 
იცი, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რაც არასოდეს მქონია. 
რაღაც საოცარი აღფრთოვანება და თითქოს ტკივილიც. 
ტროტუარზე ვიდექი და ვუყურებდი დიდი, ყვითელი მზის ჩასვლას ღრუბლებში.
სველი იყო ეს მზე.
თან წვიმდა, მქრქალად ჟინჟღლავდა. 


ასე მეგონა, ბავშვი ვარ-მეთქი ისევ-ის ბავშვი, მზე რომ უხაროდა ყოველთვის. 
ის ბავშვი, დედის კოცნას რომ ელოდა ძილის წინ ცივ ლოგინში. 
ის ბავშვი, იასამნის ხესთნ რო იდგა მთელი დგე და ელაპარაკებოდა..
ის ბავშვი, მუდამ ერთს რომ ეძებდა და 
აი ეხლაა...
როცა უკვე დიდია ..
ის ერთი არსებობს.
მმმ..
არსებობს არსებობს არსებობს...!!!!
მთელი მისი არსებით არსებობს..
ამ დედამიწაზე დადის...




 უცებ ძალიან მომინდა მეტირა. 


არა არა..
ის ტირილი არა თქვენ რო გეგონათ..


სიხარილით მინდოდა მეტირა..
მინდოდა მზეს გავყოლოდი..
სულ ცოტა ხნით.. 
მხოლოთ ხუთი წუთით მაინც რო მენახა და მერეე..


მერე მერე მერეე..? არ ვიცი მერე რაა..  

მაგრამ..

მაგრამ ხო ვნახავდი..
თუნდაც შორიდან..
მაინც ხო ვნხავდი..


მმმმმ.......
არ მინდა დაიკეტოს და სამუდამოთ დაიხუროს ჩვენი ზღაპრის წიგნი..
და მერე რომელიმე სარდაფში ფეხმოტეხილ სკამზე იდოს და იდოს..


არ ვიცი რა არის ის რაღაც რაც წვიმიან ამინდში ქუჩაში გავარდნას და სიმღერას მოგანდომებს..
ან წვიმიან მზეს გაყურებინებს ჩასვლამდე და სახლში რო თავით-ფეხებამდე სველი მიხვალ არც გადარდებინებს..
როცა გინდა რომ სამყაროს მოსწყდე..
მოსცილდე ყველას..
დაემალო ადამიანებს..
სახე ბალიშში ჩარგო და იტიროო..
იტიროო მთელი გულით..
მიზეზი კი არ იცოდე რატომ..


მერე გავიღიმე.. ისე შენ რომ გიყვარს..
შეილება შენც იგრძენი კიდეც და შენც გაიღიმე..
სუ გაგეღიმები..




... აი , ამითაც ბედნიერი ვარ....
...ამითაც... რომ სადღაც, რომელიღაც ცივ ან ბნელ კუთხეში მგრძნობ და მიღიმი......



აღარ მინდოდა სახლში დაბრუნება.  
მზესთან ერთად ჩასვლა მინდოდა. 
მინდოდა. მინდოდა!.. 


მინდოდა დაენახა ჩემი ღიმილი და მეც დამენახა მისი..
მინდოდა..
იქნებ სწორეთ მასთან მიდიოდა?
იქნებ მისკენ მიდიოდაა??


მარა...


მზე ჩავიდა.
მისკენ ჩავიდა..


 მე კი დავრჩი... 



No comments: