Powered By Blogger

20101023

ქურდი ვარ......

ვიპარავ გრძნობებს......


და ეხლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი რომ ვერც შეამჩნიე..... 


ქურდი ვარ...


ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე...

დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...

შემოდგომის ფოთლებს ..

ცისარტყელას ფერები მოვპარე...შვიდიღა დარჩა....

ვიპარავ ყველაფერს და ნელ-ნელა ვაწყობ გულს... 


ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...

ოცნებებსაც ვიპარავ ...
სევდას და მონატრებას ვიპარავ და მერე ჩემს სხეულში ვკეტავ.. ვმარხავ  .....

ფიქრებიც მოგპარე და გამოვიყოლე ... 
ამიტომ გეფიქრება ....

სიყვარული მოვიპარე ბევრი და ახლა თითქოს მომეწება ეს გრძნობა ....

და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული შენც მოგპარე...

სულ ცოტა....

დღეს მაინც რომ მეყოს....
...

No comments: