Powered By Blogger

20101105

მე ცხოვრება ....





ხლართი ხლართები
ნუ მეხლართები
დამეხლართები
ამეხლართები
ხან ხელებში
ხან ფეხებში
ხან სიტყვებში
უფრო ფიქრებში
ანდაც აზრებში
და სიზმარებში
მოგონებები
მე გეგონები
და
გეგონება
რომ მე გონება
გამომეფიტა'
ან გამეფილტრა
თითქოს მივხვდები
და ვერ მივხვდები
რომ
ყველაფერი
სულ ყველაფერი
ხლართი ხლართები
ბაგი ბუგები
გულის გუგუნი
მიწის გუგუნი
სისიხლის გუგუნი
და
თან კივილი
კივილი
კი
ვი
ლი
ფიქრის კივილი დუმილია
ხმამამღალი სიჩუმე
სი ჩუ მე
ჩუ მე
ჩუ შენ
ჩუ
ქუ
ჩუ
ქუ
საით მიდიხარ მატარებელო
მატარე
ბელო
მატარე
მგელო
მატარე
ჩემო ცხოვრებავ
თორემ
ვერ
მე
ცხოვრება...

ხავსებში ავიხლართები

დაკრიჭა ადიდებული მდiნარეm ტალღები
ჩემი წლები ხომ არ გინახავს

რაც არ მინახავს
არ შემინახავს
არც მომინახავს


ხავსს
სუნი ასდის შემოდგომისა .....






No comments: