Powered By Blogger

20110422

. . .

ხშირად ვხუჭავ ხოლმე თვალებს ..
გუშინაც დავხუჭე და წარმოგიდგინე
ამ ბოლო დროს სულ გაფერკმრთალდა ყველაფერი...
თითქმის გაწყალდა და ჰეარის ფერი დაედოო.
ძლივს ვარჩევდი შენს სილუეტს, მეშინოდა სულ არ გამქრალიყავი
ჩანს, ან თავს ვიტყუებ ჯერ კიდევ ჩანს მეთქი ..
მხოლოდ მანდღა მყავდი და არ მინდა მანდაც დაგკარგო
გუშინაც ყველა სურათი და მესიჯი გადავათვალიერე ჩვენი
ვგრძნობ, რომ მიახლოვების ნაცვლად უფრო და უფრო შორდება ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთს ..
არ მინდა მხოლოდ წარსულით ვიყოთ ერთად
მინდა დღითი-დღე მეტად მიყვარდე, გრგძნობდე და დამოკიდებული ვიყო შენზე
შენც მასე იყო მინდა ..
მარა სულ სხვა და სხვა გავხდით ..
"ჩვენ" გაიყო "მე და შენ"-ად
თურმე უკვე დიდი ხარ და ლაწირაკივით აღარ უნდა გეხუმრებოდე, თურმე უკვე უნდა  ვარჩევდე რას გეტყვი და რა შეგეფერება და კიდევ სხვა და სხვა ფრაზები, რომლებიც უფრო და უფრო გვყოფენ..
აქამდე არ იყო ასე
უფრო ახლოს ვიყავით.........
შენ ალბათ შემოხვალ, ალბათ კი არა ვიცი რომ შემოხვალ, შეიძლება დღეს და ხვალ არა, იმიტომ რომ ძალიან მოუცლელი გახდი. ოდესმე შემოხვალ და გაბრაზდები ეს რა დაუწერიაო.
გაბრაზდები იმიტო კი არა რომ ვტყუი, იმიტომ რომ შენს თავსაც უმალავ ერთმანეთი კბილებითღა რომ გვიჭირავს ..
ალბათ დამირეკავ და მეტყვი რომ ავადმყოფი ვარ .. მეც ალბათ გეტყვი რომ ვარ და ეს ყველაფერი არ უნდა დამეწერა, და რომ მხოლოდ გრძნობებს და ემოციებს ავყევი და რომ ყველაფერი სხვაგვარათაა .. მაგრამ შეიძლება მაშინ ისე მოვაგატყუო შენც და ჩემი თავიც, რომ ორივე დაგაჯეროთ .. მაგრამ ახლა უბრალოთ მინდა რომ იცოდე რას ვგრძნობ და რას ვერ გეუბნევი, იმიტო რომ სათქმელი არ შემაწყვეტინო ...
ხვალ..?
ხვალ შეიძლება წაუკითხავად წავშალო ეს პოსტი , მაგრამ გულში მაინც დამჩება ამ ფიქრების კვალი
მინდა რომ შემოხვალ გვიანი არ იყოს და წაშლილი არ დაგხვდეს.
იმიტომ რომ ამას პირდაპირ ვერასდროს გეტყოდი ..


უკვე ვერც იმას გეტყვი პირდაპირ როგორ მაკლიხარ ...

No comments: