Powered By Blogger

20110430

 საინტერესოა ვინ მოვა, ვინ არა, ვინ ვერა.. იქნებ იმიტომ რომ არ ეცლება.. ვინ ვერც კი გაიგებს, იმიტომ რომ შორს ვარ , ვინ იქნება ჩემს გვერდით სულ ბოლოს,  ვინ ხელს არ გამიშვებს , ვინ ჩამეხუტება , ვინ იტირებს , ვის გაეხარდება , ვის დააკლდება სულ სულ ცოტა მაინც ..  თუნდაც ერთი ნამცეცის ხელა .. ვინ არ ინანებს რომ იცნობდა , ვინ იტყვის კარგს, ვინ ცუდს ..  თუმცა ეს უკვე აღარ იქნება საინტერესო , სიტყვები ხომ გრძნობებს ვერ გამოხატავენ .. ვინ არასდროს დაივიწყებს , ვის კი დაავიწყდება , დაავიწყდება წლების შემდეგ ..
ცხოვრება ხომ ისევ გრძელდება ..
 ვინ შემომხედავს და იტყვის პირი არ შეურცხვენია , ვინ პატიებას მთხოვს , ვინ თვალი თვალში გამიყრის .. თუმცა მე ხომ თვალები მექნება მაშინ დახუჭული ...
მარა არ მოვკვდები .. უსასრულობას გავყვები მხოლოდ  ...

No comments: