Powered By Blogger

20100418

თეთრი ბურთი..



თეთრი ბურთი

დედამიწაზე ბევრი ფიგურაა, ჰაერშიც ბევრი ფიგურა მინახავს,

 დედამიწაზე ბევრი ფერია, ფერი ჰაერშიც უამრავი მინახავს, 
მაგრამ ფიგურა რომელზეც უნდა ვისაუბრო - ბურთია და ეს ბურთი რატომგაც თეთრია. თეთრი სიწმინდის ფერია, მართალია ამ ბურთს სიწმინდის არაფერი აცხია, მაგრამ მაინც შეუძლებელია სხვა ფერის იყოს, რადგან "ფერი ძირითადი მახვილის აზრია გამოსახატად" თეთრი კი საუკეთესო არჩევანია ამ მხრივ.
თეთრი ბურთი არ მოძრაობს, არ დაგორავს, არ საუბრობს, ის უემოციო და უსულოა, უსულოა მაგრამ ბევრ სულიერზე მეტად სტანჯავს ადამიანს როცა მას ესტუმრება, ის თქვენშიც ყოფილა, გამასპინძლებიხართ კიდეც, მაგრამ არცერთსარ გახსოვთ, რადგან იგი მაშინ მოდის როცა მისთვის არავის სცალია, 
, ის "ნუშის გულივით თეთრია" ჰაერივით უსუნოა და მარილიანი წყლის გემო აქვს, ის დაუნდობელია, შეუბრალებელია, ის პარაზიტია ამ სიტყვის სრული და ცოტა არ იყოს შემაშინებელი აღქმით,


მისი სახე უმეტყველოა, არასოდეს იღიმება, არც ტირის, ნაოჭებიც არ გააჩნია, თვალის ფერიც კი თეთრი აქვს

ის მდიდარია, მას ბევრო მონა ჰყავს, მონები აღარასოდეს აუჯანყდებიან მას, მისი მონები ცრემლებია, ჩვენი ცრემლები...

დავკონკრეტდე?
მე სწორედ იმ პატარა ბურთზე ვსაუბრობ განსაცდელის ჟამს ყლში რომ გაგეჩხირება და ტირილის საშუალებას არ გაძლევს, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს მდგომარეობა მით უფრო აუტანელი ხდება ირგვლივ ყველაფერი, 
მაშინ კალეგრაფიაც იცვლება და აუტანელი შიში გიპყრობს, მისი წასვლის შემდეგ კი უბრუნდები რეალურ სამყაროს და ხვდები რომ შენი ყავა ფინჯანში უკვე გაცივდა, ხოლო თემა რომელიც სულ სხვა განხრიტ უნდა დაგეწერა მიუძღვენი ერთ პატარა ბურთულას, რომელიც უკვე დაემშვიდობა შენს სხეულს და მასში უცრემლო ტირილის გემო დატოვა... 


...

No comments: