Powered By Blogger

20100606

მიყვარს ..

ცოტა ხნის წინ ჩემს უჯრებს ვალაგებდი და ჩემდა გასაოცრათ მართლაც რომ საოცარ რამეს გადავაწყდი...
საოცარს და სასიამოვნოს..
კარგათ დავიწყებული მქონდა და რო წავიკითხე გულში რაგაცნაირი სითბო ჩამეღვარა..




სულ პატარა ვიყავი რო დამიწერა დედიკომ..


მე შენ მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე
შენი სურნელით ვთვრები.
შენი თვალებით, შენი თითებით
და წაბლისფერი თმებით.
საიდან გაჩნდი ეს საოცრება
რად მალოდინე წლები?
მე შენ მიყვარხარ, ჩემო პატარა,
შენი ტიკტიკით ვტკბები.
ლოყას ლოყაზე როცა მომადებ,
ეს სამყაროა ვრცელი.
მე შენ მიყვარხარ ჩემო იმედო,
შენს ძილს ვდარაჯობ მხოლოდ
დაღვიძებისას ფუნჩულა თითებს
დაჰკრავს სურბნელი ჟოლოს
ეხლა დავრწმუნდი დედაშვილობას
მართლაც არა აქვს ბოლო


მეც მიყვარხარ დეეე.. და იმ იმედსაც გაგიმართლებ შენს თავს გეფიცები :**

No comments: