Powered By Blogger

20100613

არ ვიცი რატომ მომივიდა, ვნერვიულობ.
სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შენ უფრო მეტი ხარ ჩემში ვიდრე ეს სულელური წინასწარმეტყველებები და ეჭვის გროვები...

ხანდახან მეპარება ხოლმე ეჭვი რომ არსებობ. 
მერე არ ვიცი საიდან და როგორ მოდის ისევ რწმენა რომ ხარ 
ერთადერთი ხარ ვისაც ვერ ვხედავ და მისი მჯერა
შენი არ მეშინია! 


ჩუმად ვიყავით და შენი სუნთქვა მესმოდა..
შენ ჩემი ..
ზოგრჯერ დუმილი ხმამაღალ ლაპარაკზე უფრო მეტათ მეტყველებს...


მინდოდა მეთქვა..
მინდოდა მეთქვა,
ასე არის,
ასე იქნება..
ჩამოგვენგრევა სხვენი თავზე,
ცა დაგვექცევა,
გამოიდარებს ნანგრევებზე და გამოჩნდება,
როგორც ნაომარ სველ მინდორზე,
მზე . .

მერე კი ისევ დავსხდებით პირისპირ 
და ფიცსაც დავდებთ სიმართლეზე..
რომ აღარასდროს შევჭამთ ჰაერს, ზომაზე მეტად,
არ გამოვთვრებით მიწით

და ვეტყვით პირში,
ჩვენს წარსულს, აწმყოს და თუ იქნა –  მომავალს,




და ბოლოს მაინც,
ძილისწინა ლოცვების შემდეგ
და თბილ საწოლში, ემბრიონივით მოკუნტვის შემდეგ,
ყველა ფიცის, ყველა კოცნის და სიტყვის შემდეგ,
ჩვენივე თავსაც დავუმალავთ,
რომ ისევ არ ვთქვით,
ისევ არ ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა..

1 comment:

nino said...

unda tqva :) :)