Powered By Blogger

20100628

რო შეგიძლია წერო
რო შეგიძლია სილამაზე ნახო,
რო შეგიძლია შეიგრძნო კიდეც. .
რა არის მშვენიერება?
ან წერა რა არის?
ან ხატვა?
ან საიდან იწყება და სად მთავრდება?
ან იქნებ არც მთავრდება არასდროს?
ან ან იქნებ სულაც არ დაწყებულა?




მაგრამ რატომ უნდა დამთავრდეს? ან რატომ არ უნდა დაწყებულიყო?
ან სიყვარული რა არის?
ან არიის??
თუ ჩვენ გვგონია რომ სიყვარული არსებობს?
თუ ჩვენ გვინდა რომ იმას რასაც ვგრძნობთ სიყვარული ვუწოდოთ?
მარა მე რო არ მინდა..
არ მინდა ერთხელაც თვალი გავახილოთ და არ არსებიბდეს. . .




მაშინ ხომ არ იარსებებს ცა,
არ იარსებებს მიწა,
არც ზღვა,
არც მთა,
არც წყარო,
არც ნიავი,
არც სითბო იარსებებს,
არც ფოთლების შრიალი,
არც ჩიტების ჭიკჭიკი,
არც სიტკბო,
არც სურნელი ყვავილების,
არც სამოთზე,
არც მშვენიერება,
არც სიამოვნება,
არც ემოციები. . . . . .
 იქნებ სიყვარული უსასრულო მონატრებაა , ტკივილამდე, ძვლებამდე რომ აღწევს...
იქნებ ამას ვეძახით სიყვარულს რადგან არც ვიიცით რა ვუწოდოთ ამ უსახელო გრძნობას..




იქნებ არც გრძნობაა, არც შეგრძნება,
იქნებ არც არაფერია ..
უბრალო ფანტაზია გაუცნობიერებლად მოსული....
უბრალო წარმოსახვა,
რომ არსებობს.., იცი რომ არსებობს და ამიტომ უნდა იგრძნო შენც..




იქნებ სულაც ადამიანურ ვნებას ვუწოდებთ სიყვარულს, რომ იგი ასეთი ლამაზი სიტყვით დავფაროთ და გავამართლოთ კიდეც..




მაგრამ ეს ხომ სიცარიელე იქნებოდა უკიდეგანოდ და უსასრულოდ დიდი..
ყველგან და ყველაფრის მომცველი...


როგორ შეიძლება არ შეიგრძნო,
არ უყური სილამაზეს განუწყვეტლივ..
არ გინდოდეს უბრალოთ უყურო მის ყოველ დეტალს,
ყოველ წვრილმანს და დაუსრულებლად გინდოდეს ამ საშინელი სილამაზის შეგრძნება...
როგორ შეიძლება არ არსებიბდეს სამყარო?
მელოდია არ არსებობდეს სიყვარულზე..
როგორ უნდა იცხოვრო უოცნებოდ ?...... უგრძნობლად ?...... უემოციოდ ?
არ შეიძლება !




არ არსებობს ქარის ქროლვამ არ აგიჩეჩოს თმა.,
არ შეარხიოს ფოთოლი , ან თუნდაც მოსწყვიტოს გამხმარი, გაყვითლებული..




იქნებ ზუსტათ მაგით გრძნობ სიცოცხლეს, არსებობას.. ?
იქნებ სწორედ მაგიტომ ვარ აქ და იქნებ სწორედ ეგ ემოცია მაწერინებს და მაწერინებს . . ?
იქნებ სიყვარულის ფერებში გარშემორტყმული მომდის და მომდის სიტყვები და გაემოციებული ემოციად ვაქცევ ..
მერე რა რომ არეულად, მთავარია რო მოდის ..
იქნებ ყოველი თვალის დახუჭვისას ფერების საოცარ სამყაროში შენი ძებნა ხელის ცეცებით ამიტომაც მიხდება. .
მერე რა რომ ვერ გპოულობ? ხომ გგრძნობ მაინც. .
იქნებ პოვნა სულაც არ არის საჭირო ..


მთავარი ხომ გრძნობაა !





No comments: