Powered By Blogger

20100919

მივდივარ...

მივდივარ...
ჩემი მთები მინდა...
ცრემლებს საკუთარი კალთებით მიმშრალებენ, არაფერს მეკითხებიან და გულს ბაგაბუგი რომ გაუდის, ნისლს იხვევენ,
მეც იმ რძისფერ ნისლში ვიკარგები,ჩმს უპეთ მლაშე ტკივილი გადაარღვევს, კლდენიც კი, ასეთი უშიშარნი რომ მეგონნენ, ამიტირდებიან, ქარაფს ჩამოშლიან.
დღეს არც ჩემი მტკვარი არ ღრიალებს, შენი დარდები გამატანეო ჩუმად მეუბნება.
ბედნიერება ქაბარჯინადან ამომავალი მზის ფერია თურმე მტკვარო, მწუხარება კი იმ ვარსკვლავს ჰგავს ყველაზე მკვეთრად რომ ანათებს მილიონობით სხვა ვარსკვლავს შორის, ყველა თავისად რომ იჩემებს.
დარდი კი მტკვარო,...
დარდი იმ შარშანდელი თოვლის ფერია, მთის ნაპრალებში თავს მშვიდად რომ გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს ახალ თოვლამდე.
სინანული კი შენ გგავს მტკვარიო, მღვრიეა და აქაფებული,აქეთ-იქით აწყდება სანამ გზას არ იპოვის,თან მიაქვს ლოდები უზარმაზარი, კენჭები შენთან რა მოსატანია.
არ მკითხო მტკვარიო სიყვარული რა ფერია... 
უჩემოდ იცი...
შენ კი ყველაზე ჩემიანი ხარ....



1 comment:

Anonymous said...

lamazad wer ))