Powered By Blogger

20100315

მადლობთ....


როგორ შეილება არ გიყვარდეს??
უნამუსო უნდა იყო..
უსინდისო უნდა იყო..
დაუნახავი..
უგულო..

როგორ შეილება არ გიყვარდეეს??

ისინი ხომ შენით ცოცხლობენ..
შენ მათით..
ისინი შენ არიან..
შენ ისინი ხარ..

შენით იძინებენ და შენით იღვიძებენ..
შენს გამო უხარიათ მზის დანახვა.. მთვარის ამოსვლა..
შენს გამო აქვთ გათენების იმედი..
შენს გამო შეჰყურებენ ცას იმედიანათ..
შენს გამო სცივათ..
სტკივათ..
შენს გამო მოსდით თვალიდან ცრემლი..
სიხარულისა თუ მწუხარებისა..
შენს გამო აკეთებენ ყველაფერს.. უნდათ ეს თუ არა..
შენს გამო უხარიათ სახში მოსვლა..
უხარიათ შენი ყურება..
შენი ღიმილი..
შენი სიცილი ხომ საერთოთ :)
უხარიათ შენი ტიკტიკი.. ლაპარაკს რომ ეძახი..
უხარიათ ყოველი შენი სულელური კითხვაც კი...

შენი ცრემლი მათი ცრემლია..
შენი ღიმილი მათი ღიმილია..
შენი სიყვარული მათი სიყვარულია..(მარა ცოტას ეჩვიანობენ ხოლმე )

მათთვის ყოველთვის პატარები ვართ..
ყოველთვის ის მოტიკტიკე ბავშვები ვგონივართ..
ჩვენი სერიოზული ნაბიჯები ისევ პირველათ ფეხადგმული პატარის ნაბიჯები ჰგონიათ...

ჩვენ კი გვწყინს..

ვეჩხუბებით..

სახლიდან წასვლით ვიმუქრებით..

ათასს გულის სატკენ სიტყვას ვეუბნევით..

მარა მაინც ვუყვარვართ..
ყველაპრის მიუხედავათ მაინც ჩვენით ცოცხლობენ...

მეც თვენით ვცოცხლობ..
მეც მეც ძალიან მიყვარხააააართ

დეეეე...
მაააააა..

ყოველთვის მიყვარხართ...

მაშინაც როცა გეჩხუბებით..(შეილება მაშინ ყველაზე მეტათაც კი )
მაშინ როცა გარეთ არ მიშვებთ (ჩემი ყველა ნაცნობი კი გარეთაა..)
მაშინ როცა მძინავს თქვენ კიდე შემომივარდებით გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდებაო..(ამ დროს ისე რაა..:)) )

მართლა ყოველთვის მიყვარხართ...
სადაც არ უნდა ვიყო გული თქვენსკენ მომიწევს...

სულ თქვენთან მინდა.. სუ სახში მინდა..
იმიტომ რომ იქ ყველაზე დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ...


მადლოოოოოობთ...

ასმაგათ გადაგიხდით დეეე.. მაა....








1 comment:

Anonymous said...

მადლობთ....