Powered By Blogger

20110126

19 წელია და ჯერ ისევ ვზივარ


ათას რამეს ვაკეთებ


და მაინც ვზივარ


გავივლი


გამოვივლი


ვზივარ


გულზე ხელების შემომიკრებია


კი არა და


გადამიჯვარიდენებია


და


ველოდები როდის შევიცვლები...


როდის გადავსხვაფერდები


დრო გადის


მიდის მოდის


იქავე დგას


და


მცვლის


მცვლის


მასხვადასხვაფერადებს


და


მარწმუნებს


რომ


ყველაფერი გავლადია




ჰხოდა ასე


ეტაპ ეტაპ


ნაბიჯ ნაბიჯ


წამ და წამ


თვალ და თვალ


ცხვირ და ცხვირ


პირ და პირ


ადამიანი ხდება


იმად


რითაც ადამიანი


ყველა სხვა


არაადამიანზე


უფრო


არააადამიანურია...




მეერე იწყება გახსენება


რომ


მე ამას ვერ წამოვიდგენდი


რომ ადრე სხვანაირად იყო


რომ ნუთუ ეს მე ვარ


მერე ზიხარ


ზიხარ


ზიხარ


დადიხა  და მაინც ზიხარ


წახვალ


წამოხვალ


და


მაინც ზიხარ


და


ელი


ელი


ელი


გულზე ხელებ ზოგჯერ არც კი გადაჯვარედინებული


როდის დაიბადები თავიდან


როდის შეიცვლები


როდის გადასხვაფერდები


ანუ


ისევ ისეთი გახდები


როგორიც იყავი....






მიწა იყავ


მიწად იქეც




ქვა იყავ


და


ქვად იქეც




არაფერი იყავ


არაფრად იქეც......






როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ის


რაც არ აქვს?




როგორ


და


ასე




ზოგჯერ ფიქრობ 


იქნებ არც არსებობსოოო


აი რამდენჯერ მიფიქრიაა


ამის მტკიცებულებები რო არ არსებობდეს


დღესაც ჩემი გამოგონილი მეგონებოდა




უემოციობაც ხომ ემოციაა




სიცარიელე


წარმოშობს


სისავსეს


მერე ხვდები რო არც ისეთი ცარიელი ხარ


როგორც გეგონა


და


ალბათ აღარც არის საჭირო


იმის თქმა




შეიცვალე


No comments: