Powered By Blogger

20110104

კარგად გამოიყურებიო , მარა ადრინდელი თიკო აღარ ჩანს შენს თვალებში, მე ვერ მომატყუებ, რამე მოხდაო .. 
არაფერი მეთქი ( არ მომიტყუებია , ერთი შეხედვით რო გადავხედო მართლაც არაფერი მომხდარა.)

არც მოვატყუებდი ის თითქმის მამაჩემზე უკეთესათაც კი მიცნობდა , მთელი 8 წელი ყოველდღე ვლაპარაკობდით. მერე როგორც ჩიტები ფრინდებიან ხოლმე დედის გალიიდან იე გავფრინდი და მისკენ აღარც კი მიმიხედავს ( მცხვენია ამას რო ვწერ) მარა რაოდენ სამარცხვინოც არ უნდა იყოს სინამდვილე მასეთია. დღემდე არ მიმიხედავს მისკენ.. დღესაც კი ორივე ფეხის უკან თრევით შევედი დარბაზში.
ჩემი მასწავლებელი პირველად 35 წლის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში. რაღაც საერთაშორისო გამოფენისათვის. მერე წავიდა, იქ სახლი გაყიდა და ისევ ჩამოვიდა. ბევრ რამეს აკეთებდა ერთდროულად:  წერდა, ხატავდა, პერფორმანსებს დგამდა.. ყველაფერი, რასაც ქმნიდა, სიგიჟესა და სტრესს ეხებოდა. საქართველოც ამით იზიდავდა_ ,,ქვეყანა კი არა, საექსპერიმენტო სივრცეა”_ ამბობდა ხოლმე ღიმილით, _ ,, სტრესის საკვლევი ნამდვილი არტ-ობიექტი…”

ისეთი დიდი ოვაციებით ლაპარაკობდა მეც შემაყვარა ყველაფერი ქართული .. ყოველთვის მიხაროდა ხოლმე ხატვაზე მისვლა. იქ მარტო კი არ ვხატავდი, მისი საუბრის მოსმენაც მსიამოვნებდა.ყოველთვის მაინტერესებდა საიდან იცოდა ამდენი. 2 წელი მაინც იქნებოდა რაც არ მინახავს

- შევიცვლებოდი აბა რა . უკვე დიდი გოგო ვარ- დიდი? ( გაეღიმა ) 2 წლის წინათაც დიდი იყავი, მაგრამ ბავშვის სული და ღიმილი გქონდა. რატომღაც ბოლომდე მასე იქნებოდა მეგონა
ვერ მიგიხვდით მეთქი ვუთხარი
- ეხლა სევდიან ღიმილს და თვალებს უფრო ვხედავ , იმედია მარტო დღეს ხარ ასეთ ხასიათზე და მაგის ბრალია თინათინ (თიკო არასდროს დაუძახია ჩემთვის)

- ხო, დღეს მართლაც ხასიათზე ვერ ვარ დილიდანვე, აქაურობამაც იმოქმედა.- ყველაფერი ძველი სევდას აღძრავს როგორი საყვარელი და საძულველიც არ უნდა იყოს იგი ( სუ ქარაგმებით ლაპარაკობდა, პირდაპირ არასდროს იტყოდა სათქმელს) ბოლოს მკითხ
_ რამდენი ხანია წიგნი არ წაგიკითხავს ან არ გიხატია?აღარ მახსოვს მეთქი ვუთხარი, და დროის უქონლობას დავაბრალე. თან შემცხვა და გავწითლდი.


ბევრი ხალხი იყო გამოფენაზე, ბევრი ძველი ნაცნობი , ბერიც უცნობი. ყველა ერთმანეთს ათვალიერებდა..

-ერთმანეთის საყურებლად უფრო არიან მოსული რო ხვალ სალაპარაკო ქონდეთ ვის რა ეცვა და ვის რა ფასიანი ( ეს მითხრა და გაიღიმა თავისივე ნათქვამზე ) არა და ჩვენ ხელოვანები რამდენს ვწვალობთ რო სხვებსაც ვაზიაროთ ჩვენივე განცდები


რაღაცნაირად გულზე მომხვდა მისი სიტყვები..

მაგრამ შენ სუ სხვანაირი ხარო მითხრა.. მესიამოვნა ვიგრძენი ..რატომ მკითხეთ წიგნზე და ხატვაზე მეთქი ვკითხე..

- დაიმახსოვრე.. ყველაფრისგან აზრი უნდა გამოიტანო შენთვითონ და მერე დაივიწყოო მითხრა..

ცოტა ხანი ჩუმათ ვიყავით ..

-მე ხან ვწერ ხოლმე ( ვუთხარი )
-წეერ ? რას წერ ? რაზეე? 
- მე მივხვდი რატოც მკითხეთ კითხვაზე და ხატვაზე.. გგონიათ რო ყველაფერს შიგნით ვმარხავ და ამიტომაც დაინახეთ ცვილილება ჩემს თვალებში?
ეს ვუთხარი და დარწმუნებული ვიყავი რასაც მეტყოდა და ზუსტად მასე რო მითხრა გამეღიმა.. მივხვდი რო ისევ ისეთი იყო
 შენი თვალები მაინც ლამაზია რაც არ უნდა სევდა გქონდესო .. ვიცოდი დაახლოებით მასე მეტყოდაიმედია
 ოდესმე წამაკითხებო.. 
აუცილებლად მეთქი ვუთხარი ..
ქართველ სტუდენტებს ვაკვირდებიო მითხრა. მათი სრული უმრავლესობა ინერციით ცხოვრობს_ ინარჩუნებს უძრაობის ან თანაბარი მოძრაობის მდგომარეობას, სანამ გარეშე ძალა არ შეაჯანჯღარებსო ..
 ვერ მივხვდი რატომ თქვა არაფერი ვითხარი..


 კარგა ხანი ჩუმად ვიდექით კიდე..

ძალიან გიყვარსოო მკითხა , თან ისე რო არც შემოუხედავს ჩემთვის..

არ ველოდი. რამოდენიმე წამი ვერაფერი ვუპასუხე ..



თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე და მეთვითონ ვიგრძენი როგორ გამინათდა სახე..
თავზე ხელი გადამისვა და ყველაფერი კარგად იქნებაო მითხრა..


ცრემლები ძლივს გადავყლაპე..


გამოფენის მერე გარეთ გავედი. გაგაცილებთო შემომთავაზეს მარა რამოდენიმე მიზეზი მოვიგონე და მარტო წამოვედი. ფიქრი მინდოდა
დავდიოდი ქუჩებში და ვფიქრობდი.. საათს ბოლოს რო დავხედე თერთმეტი ხდებოდა.. 
ნაბიჯებს ავუჩქარე და სახში წამოვედი 40 წუთი გასულიყო უკვე და მესიჯს ველოდებოდი


ცოტა გვიან მომწერა და ცოტა ვილაპარაკეთ .. არ შმეძლო ლაპარაკი ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მეც არ ვიცი რატო და დავიძინებთქო ვიფიქრე.. გამოვრთე, ძილი ვცადე მარა საათს რო დავხედე 4 ხდებოდა.. 
კიდე ვფიქრობდი თურმე, მარა მაინც ვერ მივხვდი რატომ ვკარგავთ ადამიანები ერთმანეთს

No comments: