Powered By Blogger

20110117

გამოცდებიიიიიიი :@

ჰოო გამოცდები და გამოცდები .. საშინელებაა .
მე სტუდენტი ვარ და ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სეზონში 4 კვირა უნდა ვინერვიულო ერთდროულად მიკრო და მაკრო ეკონომიკაზე, ფინანსურ აღრიცხვაზე , ეკონომიკის აზრის ისტორიაზე და ვიმახსოვრო ეკონომისტებისა და საზოგაო მოღვაწეების სახელები და დაბადება გარდაცვალების თარიღები , ვისწავლო ინგლისურად ისეთი სიტყვები რომლის ქართული თარგმანიც კი არ მესმის ; გადავიღო იმდენი ქსეროქსი, რომ ნაბეჭდი ტექსტი შემძულდეს და გადავიღო არა იმისთვის, რომ ვისწავლო, არამედ იმისთვის, რომ მშვიდად ვიყო (ვისწავლი, ქსეროქსი ხომ მაქვს); გავათენო ღამეები, ვწყევლო ჩემი თავი (გესწავლა რა აქამდე, რაღა ბოლო მომენტში გახსენდება),  დავწერო ბევრი და ბევრჯერ, მერე კი გულისფანცქალით დაველოდო ქულებს. საშინლად ზარმაცი ვარ. ეს სიმართლეა. ზარმაცი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მაინც მოვასწრებ ყველაფრის სწავლას და ვასწრებ კიდეც, ოღონდ ისე არა, როგორც მე მინდა.
 ზარმაცი ვარ, რადგან ქართველი ვარ და კიდევ ათასი მიზეზის მოყვანა შემიძლია. პრინციპში ის, რომ დანარჩენ მიზეზებს არ ვწერ, ასევე სიზარმაცეა.
  გამოცდები ნიშნავს  ნიშნავს კალმისგან დარჩენილ წერტილებს ხელისგულებზე. გამოცდები ნიშნავს ამოღამებულ თვალებსა და დილას საუზმის გარეშე. გამოცდები ნიშნავს წიგნების დომხალს ჩემს მაგიდაზე და  ქსეროქსებისთვის დაცარიელებულ საფულეს, გამოცდები არის სისასტიკე, რომელზეც ხელი მოვაწერე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე.


და ეხლა რო ვზივარ და აქ წერ, რადგან მიზეზი მქონდეს არ სწავლის, რომ მერე ჩემს თავს ვუთხრა დიდი ხანია არ დამიწერია და ხო უნდა დამეწერა დრო ხო ფუჭად არ გავატარეთქო ეგეც სიზარმაცეს ნიშნავს , რადგან 64 საკითხიდან მარკეტინგში მხოლოდ 7 ვიცი ,,


 მაგრამ ამ გამოცდისწინა საშინელი დღეების მიუხედავად, მე ვითხოვ ბევრ გამოცდებს ... უნდა მოვთვინიერდე !

No comments: