Powered By Blogger

20110117

მინდა რამე ისეთი ..

ზღვაზე ხიდი და ცაზე კიბე_  არც ერთი მჭირდება და არც მეორე. მე მინდა რამე ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას გახდიდა გაცილებით საინტერესოს, ვიდრე  ახლა არის.
  პირადი ამინდი_  იღვიძებ, იყურები ფანჯარაში. ამინდი არაა. არანაირი ამინდი არაა. არ ანათებს მზე, არც წვიმს, არც ცივა, არც ცხელა. იღებ პულტს და ირჩევ  სასურველ ტემპერატურასა და ამინდს,  მერე კი მთელი დღე დადიხარ შენი ამინდით. ქუჩაში მოძრაობს  ხალხი და ჩაცმულობისა და ტანსაცმლის მდგომარეობით ხვდები, ვინ რა ამინდი აირჩია. მოდის გოგონა,  სველი თმა აქვს და ქოლგას არაფრის დიდებით არ შლის. ეტყობა, წვიმაში სეირნობა უყვარს. შენ კი მხრებზე თოვლის ფანტელები გაყრია. კარგია. ძალიან კარგია.

No comments: