Powered By Blogger

20110105

erotic dream

სიზმარი ჩემი მეტაფიზიკური მოგზაურობაა..
ალბათ ყველაზე ავადმყოპურ სიზმრებს მაშინ ნახავ როცა მთვრალი ხარ და თვალდახუჭულზეც კი ყველაფერი ტრიალებს 
მაგრამ როცა ცხადად ხედავ ყველაფერს , ასეთი სიზმრები არასდროს გავიწყდება




ვდგავარ ოთახში, თვალებზე შავი სახვევი მაქვს ახვეული, მე არ ვარ მე.. ჩემს თავს ვუყურებ შორიდან (სიზმრისმხედველის პოზიცია)
ის კი ჩემს წინ დგას.. მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე ახლოს მეც კი არ ვარ ჩემთან ..
ვსწავლობ მის სახეს, ნაოჭებს, ცხვირს და ტუჩებს, ძალიან უცხოა
ვიწყებთ ერთმანეთის  სწავლას..
მისი ხელები ჩემს სახეზე, მისი ხელები ჩემს ყელზე, მისი ხელები ჩემს მკერდზე, მისი ხელები უფრო ქვემოთ..
ჩემი ხელები მის სახეზე, ჩემი ხელები მის ყელზე, ჩემი ხელები მის მკერდზე, მის სხეულზე
მერე კი ვიწყებთ ერთმანეთის გახდას..
ვხდით აუჩქარებლად, ნელა, დინჯად..
მე არ მადარდებს, რომ ის უკვე გაოფლიანდა, მას არ ადარდებს, რომ მე დავსველდი
ჩვენ ისევ ვხდით… ახლა შიშვლები ვდგავართ და ვიწყებთ გახდას კანისას..
ჩემი სველი ხელები ხდიან მის სველ ხელებს…
და ჩვენ ვშიშვლდებით..
მე ნელ-ნელა ვქრები, ისიც ნელ-ნელა ქრება..
გავიხადეთ ყველაფერი უკვე.
თუ სული არსებობს, მხოლოდ ის დარჩა.
და ტკივილი..
ახლა ორივეს გვტკივა გახდილი სხეულები, რომლებსაც ისევ უნდათ ერთმანეთი და ისევ სველდებიან
ჩვენ კი ვართ და ახლა ერთმანეთის სულებს ვეხებით..
შავი სახვევები ძირს გდია.
ახლა ყველაფერს უკეთ ვხედავ..
და მეღვიძება

ხომ ვთქვი, სიზმარი  მეტაფიზიკური მოგზაურობაა.


No comments: